სოციალურ ქსელში ქვეყნდება ვრცელი პოსტი. როგორც სტატუსის შინაარსიდან ირკვევა, მისი ავტორი ერთ-ერთი სუპერმარკეტის ყოფილი თანამშრომელია. მისი მონათხრობის მიხედვით, თანამშრომელთან კონფლიქტი ხელმძღვანელების მიერ დაკისრებული ბევრი საქმის გამო მოუვიდა.
ამავე სტატუსით ირკვევა, რომ კომპანიამ მოლარეს სამსახური ისე დაატოვებინა, რომ ვითარება არ გაარკვია.
„თქვენ ახლა ვიდეოში მხედავთ მე, სალაროსთან მომუშავე ევროპროდუქტის აწ უკვე ყოფილ თანამშრომელს. რომელსაც გამაჩნია ასეთი პოზიცია - მოლარე-კონსულტანტი. გრაფიკი და ანაზღაურება ჩემს შემთხვევაში იყო 600-650.
გუშინწინ საღამოს საათებში უკმაყოფილებას გამოხატავდა ერთ-ერთი ჩემი თანამშრომელი იმის შესახებ, რომ დამატებითი თაროების ვადების ამოწერა დაევალა ხელმძღვანელის მხრიდან.
ეს თაროები ადრე იყო ჩემი მეთვალყურეობის ქვეშ. თუმცა, გამომდინარე იქიდან რომ ბოლო ერთი თვე ხელის დაზიანების გამო ბიულეტენი მქონდა გახსნილი და ვერ ვმუშაობდი ეს თაროები უყურადღებოდ დარჩა. ბევრი რომ არ გავაგრძელო. ჩემს მიმართ აღნიშნული თანამშრომლის მხრიდან გამოიხატებოდა უკმაყოფილება და პრეტენზიები (რაც ამ შემთხვევაში მე საერთოდ არ მეხებოდა რადგან იმ დღეს ვიყავი მოლარე და არ მქონდა უფლება სალაროს დატოვების) მას შემდეგ რაც ეს ადამიანი ჩემს ლანძღვაზე გადმოვიდა, სამსახურის ტელეფონით დავურეკე მენეჯერს რათა გამერკვია რატო მლანძღავდა თანამშრომელი მე მის მიერ დავალებული საქმის გამო.
რამაც უფრო გაამწვავა თანამშრომელი და ვიდეოშიც მშვენივრად ხედავთ მის მოქმედებას. განახორციელა ფიზიკური ძალადობა, სიტყვიერი შეურაცხყოფა რაც სამწუხაროდ ვიდეოკამერებში არ ისმის როგორ „ლამაზად“ მაგინებდა და მამკობდა.
ამის გამო დავრეკე 112-ში და განვაცხადე ფაქტის შესახებ. ჩემი „კეთილი“ თანამშრომელი პატრულის მოსვლამდე აორთქლდა მაღაზიიდან. მეორე დილას ველოდებოდი კომპანიის მხრიდან რეაგირებას და მინიმუმ გამოკითხვას მაინც რომ გაერკვიათ რა და რატომ მოხდა და ნაცვლად ამისა, სამსახურიდან განთავისუფლების განცხადება გამოაგზავნეს ჩემს სახელზე გაფორმებული.
დიდი სირცხვილია ამხელა პრეტენზიების მქონე კომპანიისგან მსგავსი ნაბიჯი! როცა დაზარალებულ თანამშრომელს კიდევ იქეთ სდებ ბრალს კონფლიქტის წარმოქმნაში და ამ მიზეზით სამსახურიდან უშვებ. კონფლიქტის ინიციატორი მე არ ვყოფილვარ. იმ დღეს ვიყავი მოლარე და აკრძალული მქონდა მოლარეს დამეტოვებინა სალარო და გამეკეთებინა სხვა საქმე.
კომპანიამ განაცხადა, რომ თურმე მე კონფლიქტური თანამშრომელი ვიყავი სხვებთანაც და ამიტომ მიიღეს საბოლოოდ ეს გადაწყვეტილება.
და იცით კონფლიქტურს რას ეძახიან?
იმ ადამიანს, რომელიც უარს ამბობს ისეთი საქმის შესრულებაზე, რომელიც მის მოვალეობაში არ შედის და იცავს საკუთარ შრომით უფლებებს!
იმ ადამიანს ეძახიან კონფლიქტურ თანამშრომელს რომელიც ხელმძღვანელს უხეში მომართვის გამო ან ყვირილის გამო, ეტყვის რომ არ აქვს უფლება ასეთი საუბრის.
აღნიშნულ კომპანიაში ჩემი ხელმძღვანელების მხრიდან არაერთხელ ყოფილა მოთხოვნა შემესრულებია ისეთი საქმე რაც არ შედიოდა ჩემს მოვალეობაში და ცხადია როდესაც უარს ამბობ ამაზე და ეუბნები რომ იცი შენი უფლებები და ამას არ გააკეთებ მათთვის პრობლემა ხარ! მათთვის ისიც პრობლემა აღმოჩნდა რომ მაქვს ასთმა. შესაბამისად კონპანიაში მუშაობის დაწყებისას წარვადგინე სამედიცინო ცნობა, რომლითაც პირბადის ტარებისგან ვთავისუფლდები. თუმცა ეს არაერთხელ გამხდარა პრობლემა და ეჭქვეშაც კი დააყენეს ჩემი ფორმა 100-ის ნამდვილობა.
საბოლოოდ კი იმის თქმა მინდა, რომ არ შეიძლება კომპანიას ჰქონდეს ასეთი დამოკიდებულება საკუთარი თანამშრომლების მიმართ!
მე არ ვყოფილვარ კონფლიქტის ინიციატორი! ვფიქრობ, რომ ამ ინციდენტით კომპანიამ ისარგებლა და „კონფლიქტური“ თანამშრომელი მომიშორა. მე კი არ ვაპირებ დანებებას და ჩემი უფლებებისთვის ვიბრძოლებ!“ - ნათქვამია გავრცელებულ პოსტში.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„ოოოოხ, როგორ მენატრება“- ელენე ფოჩხუას ემოციური სტატუსი გარდაცვლილ ძმაზე