Digest Logo

გიორგი სანაიას ყოფილი ცოლის სახლში უცხო პირები შეიჭრნენ

1644255663
გიორგი სანაია და ხათუნა ჩხაიძე

მოკლული ჟურნალისტის გიორგი სანაიას ყოფილი მეუღლის ხათუნა ჩხაიძის სახლში სავარაუდოდ, მძარცველები შეიჭრნენ, თუმცა, სახლიდან წაღებული არაფერია.

ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. უცნობია თუ რას ეძებდნენ ჟურნალისტის ყოფილი ცოლის სახლში.

„შემატყობინეს, რომ ჩემი სახლის კარები იყო ღია. აღმოჩნდა, რომ პოლიციელებიც უკვე მოსულები იყვნენ. გარედან გასაღების ადგილი იყო ჩაკეტილი. შიგნით, სახლში ნივთები იყო არეული. ზოგიერთი უჯრა იყო არეული, ზოგი კი ხელუხლებელი. რამე წაიღეს თუ არა, ჯერ არ ვიცი, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი ჩანს დაკარგული სახლიდან. ვინ იყო შემოსული და რა მიზნით, ჩემთვის უცნობია. მინდა ჩატარდეს გამოძიება და დაადგინონ ვინ იყო შემოსული“, - აცხადებს ხათუნა ჩხაიძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„უაზრო მარხვით, ტაძარში დაოთხილი სიარულით და ზიარების რიგში დგომით, ქრისტიანი ვერ გახდები“ - მამა პეტრე

🔵ფრთხილად! დიდი გაჭირვება გაქვთ ამ კვირაში - მიხეილ ცაგარელის გაფრთხილება და რჩევები ზოდიაქოს ნიშნებს

🔵„ოოოოხ, როგორ მენატრება“- ელენე ფოჩხუას ემოციური სტატუსი გარდაცვლილ ძმაზე

🔵როგორ უნდა დაიბრუნოთ კოვიდის გამო დაკარგული ყნოსვა?