Digest Logo

„ვისაც ოდესმე მკითხავისთვის მიუმართავს- 5–6 წლით განაყენებს მას ეკლესია ზიარებისაგან“ - არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი

1636612412
იოვანე მჭედლიშვილი

მკითხაობა, ასტროლოგია, წინასწარმეტყველების დაჯერება და ზოგადად ეზოთერული საკითხები მართლმადიდებლური ეკლესიისთვის მიუღებელია და მას ცოდვად მიიჩნევს. არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი წერს, თუ რა შემთხვევაში და რამდენი ხნით უწყვეტს ეკლესია ადამიანს ზიარებას.

„ვისაც ოდესმე მკითხავისთვის მიუმართავს, შელოცვით უმკურნალია, ან თვითონ შეულოცავს ვისმესთვის, ანდა ურჩევია – მიმართე მკითხავსო, არანაკლებ შეუცოდავს, ვიდრე თვით ჯადოქარს, ვინაიდან დაუტოვებია რწმენა უფლის ძალისა და შემწედ დაუსახავს გრძნეული.

ზოგი იტყვის: „ის ხომ ლოცვას წარმოთქვამდა და პირჯვარსაც ისახავდა?” ყური უგდეთ, რას ამბობს წმინდა მამა იოანე ოქროპირი: „წმინდა სამების სახელსაც წარმოთქვამენ მისნობისას, წმიდანებსაც მოიხმობენ და ჯვარსაც სახავენ. განეშორეთ მათ“.

ვინც გრძნეულს მიმართავს, ეკლესია ხუთი–ექვსი წლით განაყენებს მას წმ. ზიარებისაგან. ეკლესიის მიერ სნეულებათა და უძლურებათაგან საკურნებლად დადგენილი გვაქვს ისეთი საიდუმლო, როგორიცაა ზეთისცხება;

გვაქვს აგრეთვე უდიდესი სიწმინდე – ნაკურთხი წყალი, არტოსი (სააღდგომო პური) და ბოლოს, ზიარების საიდუმლოთი ვუერთდებით თვით უფალს“, - წერს არქიმანდრიტი

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵ნიკა გვარამია რაჭველებზე - „თქვენ თვითონ აზილეთ ერთმანეთს ტალახი უსირცხვილო სახეებზე“

🔵„ამაზე საშინელება აღარც არსებობს - სასწრაფოდ და ძალიან ყურადღებით წაიკითხეთ ყველამ“ - აკა სინჯიკაშვილი

🔵რაც მეტ ადამიანს დაიჭერენ, მით მეტი გაბრაზდება - გიგა მაქარაშვილი

🔵ხელფასები 10%-ით გაიზრდება

🔵„ამბობდნენ, რომ ამ გარეგნობით და აქცენტით მოსკოვში ვერაფერს მივაღწევდი“ - თინა კანდელაკი კრიტიკოსებს მიმართავს

🔵„სასიყვარულო პარტნიორებთან მეტი დიპლომატია გამოიჩინეთ“ - ცაგარელი