
ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი სოციალურ ქსელში მთვარის მე-7 დღის მაგიურ ძალაზე წერს, რომელიც 8.01-ის 12:14 საათიდან 9.01-ის 12:36 საათამდე იმოქმედებს.
„ამ დღეს არ შეიძლება ცრუობა. თუ არ შეგიძლია იმუშაო ვერბალურად, უკეთესია გაჩერდე, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა ფილტვები დაგიავადდეთ. წიგნებზე ზრუნვისა და ჩანაწერების გაკეთების დღეა. უნდა შესრულდეს ასანები, ხელებზე სწორად ლაპარაკზე ვარჯიში (პარაზიტი სიტყვებისაგან გათავისუფლება) სასურველია თუ ამ დღეს რაიმე თავგადასავალი მოხდება. არ შეიძლება ქათმის ხორცის და კვერცხის ჭამა, ჭურჭლის გატეხა. არ არის კარგი წიგნებისა და წერილების, ქაღალდის დახევა.
ყველაფერი რაც კი ითქმება, ახდება. ნაკლები ვილაპარაკოთ. სიზმრები ცხადდება. წინასწარმეტყველური სიზმრებია.
ამ დღეს კარგია ნივთების შეძენა. კარგია დაქორწინება.
ძალიან ცუდია სიზმარში მებრძოლი მამლის ნახვა. ეს სწრაფი კატასტროფის ნიშანია. თვით პიროვნებაზე ანდა მის ახლობლებზე.
სამედიცინო თვალსაზრისით: ყურადღება უნდა მიექცეს ფილტვებს, რამდენადაც ამ დღეს ძალიან ადვილია გაცივება. წარმატებული იქნება ამ დღეს გაკეთებული ქირურგიული ოპერაცია.
ამ დღეს დაბადებული ადამიანები: ზედაპირულები არიან. ჭორების მაძიებელნი, ფიზიკურად ძლიერები არიან და კარგი ჯანმრთელობით გამოირჩევიან.
დღის პროგნოზი: 8 იანვარი დადებითი და წარმატებული დღე იქნება“, - წერს ასტროლოგი.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵ვინ არის ქალი, რომელმაც „აიცერი და მოიგეში" 100 000 ლარი მოიგო