Digest Logo

ყველაზე ცუდი მეზობლები ზოდიაქოს ნიშნებს შორის

1637918373
ჰოროსკოპი

არსებობს მოსაზრება, რომ „ცუდ მეზობლებზე დიდი უბედურება არ არსებობს“. ზოგიერთი ადამიანი მუდმივად კონფლიქტშია სხვებთან, იყენებს მცირე შესაძლებლობასაც კი, რათა ზიანი მიაყენოს მათ, ვინც ახლოს ცხოვრობს. თავის მხრივ, ასტროლოგები მიიჩნევენ, რომ ზოდიაქოს ზოგიერთი ნიშანი კეთილმეზობლური ცხოვრებისთვის ადაპტირებული არასოდეს იქნება.

ტყუპები

ტყუპებს ფართო სივრცეები უყვართ. ისინი მხიარულად და ხმამაღლა ზეიმობენ და გულწრფელად სჯერათ, რომ მათი გართობა გარშემო ყველამ უნდა გაიზიაროს.

თუ მეზობლები ტყუპები გყავთ, მოემზადეთ იმისთვის, რომ ისინი ხშირად მოგმართავენ და მომავალ დღესასწაულზე სკამებს ითხოვენ. თქვენ მოგიწევთ, მშვიდ და მოზომილ ცხოვრებას დაემშვიდობოთ.

მორილი

მორიელი ბოღმები და შურისმაძიებლები არიან. სიმშვიდის უმცირეს დარღვევასაც კი არ უგულებელყოფენ, რადგან ძალიან უყვართ სიჩუმე.

თუ მორიელს არ მოსწონხართ, მაშინ ის მუდმივად იპოვის მიზეზებს, რომ ცხოვრება გაგიმწაროთ. უმჯობესია, ასეთი ადამიანი გყავდეს მეგობრებში, ვიდრე მტრების სიაში. მასთან ნებისმიერ ნებისმიერ სიტუაციაში ძალიან თავაზიანი უნდა იყოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ ცხოვრების ბოლომდე მტერს შეიძენთ.

თხის რქა

თხის რქები ძალიან მოწესრიგებულები და გაწონასწორებულები არიან. მათ შეუძლიათ, მოთმინებით და ხანგრძლივად ახსნან თავიანთი პოზიცია, თანაც საათობით.

თუ ისინი გრძნობენ, რომ თქვენ „სწორი“ ქცევის მათ შეხედულებებს არ შეესაბამებით, საქმეების ხანგრძლივ გარჩევას თავს ვერ აარიდებთ.

ვერძი

ვერძი მეზობლების პირად ცხოვრებაში სრულიად უცერემონიოდ იჭრება და თვლის, რომ თქვენ მისი დახმარება ნამდვილად გჭირდებათ. თუ თქვენ წყნარ, ჩაკეტილ ცხოვრებას ანიჭებთ უპირატესობას, მაშინ ვერძი, თავისი თავხედობით, ნამდვილად გამოგიყვანთ მწყობრიდან.

ვერძს დელიკატური მინიშნებები არ ესმის და ის მაინც თავისას აგრძელებს. ის ისევ და ისევ დააკაკუნებს თქვენს კარზე და თავის დახმარებას შემოგთავაზებთ.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„ვიცი, რომ პოსტივი ხარხარებს... სანამ ნიუსს წაიკითხავთ, ლაივში კარგად გადაიკითხეთ“ - რას ჰყვება ვიკა ბუკია

🔵„ერთმა მითხრა, მინდა ჩაგეხუტოო, ჩამოვიხსენი ქუდიც და პირბადეც. ეს ჩემთვის და მისთვის სიცოცხლის გაგრძელებას ნიშნავდა...“ - ლევან რატიანი

🔵„ვერ ვხვდები ჟურნალისტები რატომ ეკითხებით მათ ამ ინიციატივის შესახებ, როცა მიშა გარკვევით წერს, რომ...“ - ნანუკა ჟორჟოლიანი

🔵„ვერ არის საქმე კარგად. გაიცანით ახალი მუტირებული კოვიდ ვარიანტი“ - გიორგი ფხაკაძე

🔵„თითქმის მერაბ სეფაშვილივით გახდილი კი ვზივარ ვაქცინაციის კაბინეტში, მაგრამ სრულიად მოულოდნელად ავიცერი“ - რას წერს ჟურნალისტი

წყარო: report.ge