პარასკევს, 31 დეკემბერს 2021 წელი დასრულდება, შესაბამისად ეს კვირა ამ წლის ბოლო კვირაა. ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა მიმდინარე პერიოდში ზოდიაქოს ყველა ნიშნის პერსპექტივები და შანსები მიმოიხილა. მაშ ასე:
♈ვერძი - თქვენი ენერგოტონუსი მცირდება, ამიტომ ხელშეკრულებების დედებისგან, სერიოზული მოლაპარაკებებისა და სარისკო საქმეებისგან თავი შეიკავეთ, საუკეთესო დროა საახალწლოდ გაერთოთ და ისიამოვნოთ.
♉კურო - ენერგოტონუსი მატულობს, ძალიან აქტიური, ენერგიული და ინიციატივიანი ხდება, აქვს შანსი საუკეთესოდ წარმოაჩინოს თავი. თუმცა წყალქვეშა დინებები აქვს, ესაა ფინანსური დანახარჯი. ექნება მას მაცდური წინადადებები ფულის დაბანდებასთნ დაკავშირებთ და ვთხოვ, არ ქნას ეს ამბავი. 10 რიცხვის შემდეგ უკვე შეუძლია დახარჯოს რამდენიც უნდა.
♊ტყუპები - გაორებული მდგომარეობა აქვს, თან აქვთ ცვლილებების სურვილი თან ეშინიათ. მე მათ ვურჩევ იმოქმედონ გულით თუმცა ასჯერ გაზომონ. ვურჩევდი მოემზადონ საახალწლოდ და ახალი საქმეებისაგან თავი შეიკავონ.
♋კირჩხიბი - ენერგოტონუსი მაღალი აქვს, შარმიანი და იღბლიანია, მაგრამ უცებ შესაძლოა, დაუბრუნდეს ძველი სიყვარული, რამაც შესაძლოა, ამოაგდოს კალაპოტიდან, ამიტომ ვურჩევდი სიფრთხილის გამოჩენას და ვთხოვ, არ აჰყვნენ ცდუნებებს.
♌ლომი - შესაძლოა, სამსახურში რეორგანიზაცია მოუწიოთ, ხელმძღვანელი შეცვალოთ. ამასთან ენერგოტონუსი იკლებს და შეეცადეთ არ გაცივდეთ და არ შეხვიდეთ კონფლიქტში, მხოლოდ ამას გირჩევდით, სხვა მხრივ პერიოდი ნეიტრალურია.
♍ქალწული - აი, ვინ არის ახლა აქტიური და ინიციატივიანი. მას როგორც სასიყვარულო, ისე საქმიან სფეროში აქვს ძალიან კარგი შანსები. ის ძალიან იღბლიანია და ახალ წლამდე ძალიან კარგი განწყობით მივა.
♎სასწორი - არავითარი ვიზიტები, მოგზაურობები და საზღვარგარეთ წასვლა არ დაგეგმოთ, რადგან თქვენი წარმატების შანსი ახლა სამშობლოში მოიმატებს. საოჯახო და სანათესავო კავშირები მოგიტანთ სასიამოვნო განწყობას და წარმატებას.
♏მორიელი - აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი და ინტუიციურია, ამასთან აქვს ახალი ნაცნობობის შანსი. შესაძლოა, ახლა გაიცნოს ისეთია ადამინი, რომელიც შემდეგ მისი ინიციატივის განხორციელებაში დაეხმაროს.
♐მშვილდოსნები - მოდის „მაყუთი“, შესაძლოა, ახლა დივიდენდები ძველი საქმეებიდან მიიღოთ, ძალიან კარგი პერიოდია ფინანსების მისაღებად. ეს კვირა წარმატების საშუალებას გაძლევთ, შემდეგ დასვენება მოგიწევთ 1-2 კვირით.
♑თხის რქა - აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი, ყველა მიმართულებით იღბლიანია. ყველანაირად იაქტიურეთ როგორც საქმიანი, ისე პირადი კუთხით. ახლა თქვენთვის ერთ-ერთი ყველაზე კარგი პერიოდია.
♒მერწყულებო - ფრთხილად იყავით, რადგან ახლა თქვენი გულმოწყალება მატულობს და თქვენი ნდობით ძალიან ბოროტად ისარგებლებენ, ახლა პრობლემები გაუჩნდებათ მეგობრებს და მათი დახმარება მოგიწევთ, თითქმის ვერ მოიცლით თქვენი საქმისთვის. ასევე 15-16 იანვრამდე განსაკუთრებით გაუფრთხილდით ჯანმრთელობას.
♓თევზები - თქვენი ენერგოტონუსი და იღბლიანობა მატულობს. კონტაქტურობა, შეხვედრები, მოლაპარაკებები, შემოქმედება და ნიჭი წინა ხაზზე წამოიწევს, მათ შორის პირადი და ფინანსური კუთხით. უახლოესი 2-3 კვირა ძალიან კარგი გაქვთ და აუცილებლად კარგად შეხვდით ახალ წელს.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵როგორი იქნება 2022 წელი ლომებისთვის?
🔵2022 წლის ასტროლოგიური პროგნოზი კირჩხიბებისთვის
🔵„არ დაგეგმოთ არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი“ - მიხეილ ცაგარელი
🔵2022 წლის ფავორიტი ნიშნები კარიერასა და ფინანსებში
🔵ზოდიაქოს ამ 3 ნიშანს ახალ წელს გეგმების ჩაშლა ემუქრება
🔵ფრთხილად, ვეფხვი არ გააბრაზოთ - როგორ შევხვდეთ 2022 წელს და როგორი უნდა იყოს საახალწლო სუფრა?
🔵როგორი იქნება 2022 წელი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - დეტალური პროგნოზი