მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 23:00-დან 01:00 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.
მოიმატებს ოპტიმიზმი, ენთუზიაზმი და შრომისუნარიანობა, გამოიყენეთ დღევანდელი დღე მაქსიმალურად ეფექტურად და დაასრულეთ გადადებული საქმეები.
მოუსმინეთ საკუთარ ინტუიციას, რადგან მხოლოდ მასზე დაყრდნობით შეძლებთ სწორი გადაწყვეტილების მიღებას.
ეცადეთ ნაკლები ილაპარაკოთ და მეტად მოუსმინოთ გარშემომყოფებს. არ ღირს საიდუმლოს გაცემა, რადგან ნებისმიერი გაცხადებული ინფორმაცია ისევ თქვენს წინააღმდეგ იმუშავებს.
მოერიდეთ სარკაზმს, უკმეხ გამონათქვამებს და ეგოიზმის გამოვლენას, რათა არ გახდეთ კონფლიქტის მიზეზი.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობისთვის, ლაშქრობის და სპორტული ღონისძიებების, გამოფენების და პრეზენტაციების მოსაწყობად, ხელშეკრულებებისა და ფინანსური გარიგებების გასაფორმებლად, იურიდიული საკითხების მოგვარებისა და სასამართლო პროცესების გასამართად, ძვირფასი და ანტიკვარული ნივთების შესაძენად, უცხოელ პარტნიორებთან კონტაქტების გაფართოებისა და საზღვარგარეთ კაპიტალის დასაბანდებლად. ნაკლებად გაამართლებს სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყება.
ჯანმრთელობა – გაუფრთხილდით დასუსტებულ ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს.
დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი და იისფერი, ასევე ფირუზი, ნეფრიტი, საფირონი, სარდიონი, ქარვა და იაგუნდი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ლომისა და სასწორისთვის, მშვილდოსნისა და მერწყულისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ კუროს, კირჩხიბს, ქალწულს, თევზებს.
აგრეთვე წაიკითხეთ:
🔵ზოდიაქოს ნიშნები 2022 - ვინ რა არ უნდა გააკეთოს ამ წელს, რომ პრობლემები აღარ შეექმნას
🔵რომელი ქვა იტვირთავს თილისმის ფუნქციას ზოდიაქოს ნიშნებისთვის 2022 წელს
🔵ზოდიაქოს ნიშნები 2022 - ვინ რა არ უნდა გააკეთოს ამ წელს, რომ პრობლემები აღარ შეექმნას