ხშირად ადამიანებს ერთმანეთის მიმართ მიზიდულობა, სწრაფვა უჩნდებათ, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით ეს გაჩენილი ვნება გრძელვადიანი პერსპექტივის იმედს არ აჩენს. ნახეთ, თქვენ და თქვენი პარტნიორი (ან მომავალი პარტნიორი) ამ ჩამონათვალში ხომ არ მოხვდით.
ალბათ, ბევრისთვის არის ნაცნობი სიტუაცია, როცა ვინმეს გაიცნობ და თქვენ შორის გარკვეული „ქიმია“ ჩნდება, ამ ადამიანით თითქოს შეპყრობილი ხდები. ვნება ხშირად სწრაფად გვიზიდავს, მაგრამ ასევე სწრაფად ცხრება. როგორც წესი, ასეთი ურთიერთობები დიდხანს არ გრძელდება და თუ გრძელდება, ფიზიკურ ლტოლვაზეა დამყარებული.
ასეთი მიზიდულობა ურთიერთობების დასაწყისში მნიშვნელოვან როლს ასრულებს, მაგრამ ადამიანების შეთავსებადობა სხვა რამეს ეფუძნება.
ასტროლოგიაში, ტრადიციულად, შეთავსებად ნიშნებად მიიჩნევენ თავისი ან მონათესავე სტიქიის ნიშნებს. მაგალითად, დედამიწის ნიშნები (თხის რქა, კურო, ქალწული) შეთავსებადი არიან თავისივე ან წყლის ნიშნებთან (კირჩხიბი, მორიელი, თევზები). ცეცხლოვანი ნიშნები (ვერძი, ლომი, მშვილდოსანი) - ერთმანეთთან და ჰაერის ნიშნებთან (სასწორი, მერწყული, ტყუპი).
ასევე, ჩვეულებრივ, ერთმანეთს ვერ ერწყმიან სტიქიები: დედამიწა/ჰაერი, ცეცხლი/წყალი, ჰაერი/წყალი, დედამიწა/ცეცხლი.
გაგაცნობთ წყვილებს, რომლებიც ერთმანეთს ძლიერ იზიდავენ, მაგრამ, ამავე დროს, შეუთავსებელნი არიან.
1. ♈ვერძი და ♏მორიელი
ვერძსა და მორიელს შორის ხშირად წარმოიქმნება ხოლმე ცეცხლოვანი სასიყვარულო ურთიერთობები. ორივე ნიშანს მარსი - სექსის, აგრესიისა და ენერგიის პლანეტა მართავს.
მათ შორის ისეთი ვნება ჩნდება, რომ ერთმანეთს ვერ წყდებიან. ვერძი მამაკაცი მთლიანად ეშვება რომანში. ქალი მორიელი მას აუღელვებელი ქცევითა და ფარული ვნებით „აბამს“. ქალის მაცდურობა მამაკაცის სისუსტე, ხოლო მამაკაცის თავდაჯერებულობა - ქალის სისუსტე გახდება.
ვერძ ქალსა და მორიელ მამაკაცს ერთმანეთში მუდმივი დაძაბულობა ექნებათ.
2. ♎სასწორი და ♓თევზი
როდესაც მეოცნებე თევზი იდეალისტ სასწორს ხვდება, მათ შორის ორივეს ფანტაზიაზე დაფუძნებული რომანი ჩაღდება. რეალობიდან გაქცევის მისწრაფება შექმნის იდილიას, რომელიც შენიღბავს პრობლემებს მათ სრულ უარყოფამდე.
ეს სიყვარულით აღსავსე ერთ-ერთი ყველაზე რთული შერწყმაა. ორივე ნიშანს სურს, მეორე სენტიმენტალური ჟესტებით გააბედნიეროს.
თევზები აიძულებენ სასწორებს იფიქრონ, რომ ისინი მათთვის არიან შექმნილი, თუნდაც ეს მხოლოდ გარეგნულად ჩანდეს ასე.
სამწუხაროდ, როდესაც ცხოვრებაში სირთულეები ჩნდება, ორივე ნიშანი მას თავს აარიდებს და რეალობიდან გაქცევას შეეცდება.
3. ♌ლომი და ♉კურო
ლომსა და კუროს შორის გულისხმიერი და სენტიმენტალური ურთიერთობები ჩნდება. ეს წყვილი საკუთარი გრძნობების სახალხოდ წარმოჩენით ყველას აღიზიანებს. ლომს, რომელსაც მზე მართავს, ყველას აღტაცება სწყურია იმ დროს, როდესაც კუროს, რომელსაც ვენერა მართავს, უბრალოდ, კომფორტული ცხოვრება სურს.
ლომს კუროს მგრძნობიარობა მოსწონს, კურო კი აღფრთოვანებულია იმით, რომ ლომს შეუძლია მას თავი საყვარელ და განსაკუთრებულ არსებებად აგრძნობინოს.
ისინი ერთმანეთის ერთგული იქნებიან, მაგრამ ორივე ძალზე ჯიუტია და არც ერთს არ სურს, თავის ჩვეულებებს უღალატოს. ისინი არ თანხმდებიან ცვლილებებს, რომელსაც შეუძლია ლომის სიამაყისა და კუროს თვითკმაყოფილების შელახვა.
როცა რაიმე გეგმის მიხედვით არ მიდის, არც ერთი არ არის მზად, რომ საკუთარი დანაშაული აღიაროს. ორივე ყველაფერს თავის ნებაზე აკეთებს, ამიტომ მათი ურთიერთობაც, როგორც წესი, კონფლიქტით მთავრდება.
4. ♐მშვილდოსანი და ♍ქალწული
ეს ნიშნები ერთმანეთს აწონასწორებენ, მაგრამ, ამავდროულად, ერთმანეთის ჭკუიდან გადაყვანა შეუძლიათ. მშვილდოსანი თავისუფალი და შედარებით მსუბუქია, მას უყვარს აქეთ-იქით ყურება და ახალი ადგილებისა და ადამიანების მოძებნა. ქალწული კი ბუნებით თავშეკავებულია და რომანის არაგონივრულად გაბმა არ ახასიათებს.
მშვილდოსანი ქალწულს შებოჭილობის მოხსნაში დაეხმარება, მაგრამ ხანდახან მას არაკომფორტულ მდგომარეობაში ჩააყენებს. ქალწული, თავის მხრივ, მშვილდოსანს არაგონივრული საქციელისგან შეაკავებს და შედეგებზე დაფიქრებას აიძულებს.
ამ ორი ნიშნის ურთიერთობა მუდმივად ერთმანეთისკენ ლტოლვასა და უარყოფაზე იქნება დამყარებული, რაც მათ სექსუალურ ურთიერთობას განუმეორებლობას მიანიჭებს. როგორც წესი, ეს ნიშნები ერთმანეთს ყმაწვილობისას იცნობენ და, მიუხედავად განსხვავებულობისა, ერთმანეთთან რჩებიან.
5. ♑თხის რქა და ♒მერწყული
ეს ნიშნები ერთმანეთს უკავშირდებიან, რადგან ერთი თანამმართველი პლანეტა - სატურნი ჰყავთ, ეს კი შეზღუდვებისა და კარმის პლანეტაა.
თხის რქა ტრადიციების ერთგულია, პატივს სცემს წესებსა და საზღვრებს და ამავეს ელოდება სხვებისგანაც. მერწყული მეამბოხეა, რომელიც ვერ იტანს საზღვრებს და ყოველთვის მათ დარღვევას ცდილობს.
თხის რქები ყოველთვის ჯენტლმენივით ან დახვეწილი ლედივით იქცევიან ხალხში, მაგრამ მათ საიდუმლო მიდრეკილებები აქვთ, რომელზეც არავის აქვს ეჭვი, სანამ მასთან ერთად საწოლში არ აღმოჩნდება. მერწყული თავის უცნაურობებს არ მალავს არც ხალხში და არც ინტიმური ურთიერთობისას, ამიტომ ეს მათ ექსპერიმენტებსა და სიახლეების წყურვილს გაამდიდრებს.
რადგან მერწყული მოულოდნელისგან სარგებელს იღებს, ხოლო თხის რქას კი არ უყვარს მოულოდნელობა, ეს ნამდვილ აფეთქებებს გამოიწვევს როგორც კარგი, ისე ცუდი მნიშვნელობით.
აგრეთვე წაიკითხეთ:
🔵ზოდიაქოს ნიშნები 2022 - ვინ რა არ უნდა გააკეთოს ამ წელს, რომ პრობლემები აღარ შეექმნას
🔵რომელი ქვა იტვირთავს თილისმის ფუნქციას ზოდიაქოს ნიშნებისთვის 2022 წელს
🔵ზოდიაქოს ნიშნები 2022 - ვინ რა არ უნდა გააკეთოს ამ წელს, რომ პრობლემები აღარ შეექმნას