Digest Logo

„რეპუტაციის დაკარგვა, იმედგაცრუება, კრიზისული პერიოდი - როგორი წელი ექნება ბიძინა ივანიშვილს? - რას პროგნოზირებენ ვარსკვლავები?

1640689994
ბიძინა ივანიშვილი

ასტროლოგი რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და 2022 წლის ასტროლოგიურ პროგნოზს განიხილავს.

ის პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის და ბიზნესმენის ბიძინა ივანიშვილის შესახებ წერს.

მისი თქმით, 2022 წელი ივანიშვილისთვის კრიზისული იქნება.

ბიძინა ივანიშვილი

„რაც შეეხება კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის პირად ჰოროსკოპებს. როგორც 2021 წელს ვწერდით, მათი დაპირისპირების პიკი 2020 წლის ზაფხულიდან - 2022 წლის ზაფხულამდე პერიოდი იქნებოდა და ასეც მოხდა. ეს ბრძოლა უკვე კულმინაციაშია.

ერთი შეხედვით ბიძინა ივანიშვილი 2022 წლის პირველ ნახევარში შეძლებს მისთვის იმ სახიფათო სიტუაციების დამასრულებელ ფაზაში გადაყვანას, რაც დიდი ალბათობით მას შინაგანად ძაბავდა ან აშფოთებდა. ეს დიდი ალბათობით 2020 წლის მეორე ნახევარში და 2021 წელს იყო გააქტიურებული (თუმცა ამ ყველაფრის ნეგატიური გავლენა მას 2023 წლის გაზაფხულამდე გაჰყვება).

ზემოთ ხსენებულ სახიფათო ტენდენციებს შეიძლება დავარქვათ მოპოვებული პოზიციების და რეპუტაციის კიდევ უფრო დაკარგვა. არ არის გამორიცხული მას გაუჩნდეს ძლიერი იმედგაცრუების განცდაც, რომელიც მის შემდგომი გადაწყვეტილებების მიღებისთვის არც თუ სასურველი იმპულსი იქნება.

2022 წელს ბიძინა ივანიშვილისთვის ემოციური და ფიზიკური თვალსაზრისით სახიფათო პერიოდები იქნება:

* 23 თებერვლიდან - 18 აპრილამდე;
* 6 მაისიდან - 28 ივნისამდე;
* 12 სექტემბრიდან - წლის ბოლომდე.

განსაკუთრებით რთულად შეიძლება გაზაფხულის ბოლო და ზაფხულის დასაწყისი შეიძლება მოვიაზროთ. ამ პერიოდში მისი ემოციური დაძაბულობის, სკანდალის, ჯანმრთელობის გაუარესების ალბათობა ძალიან მაღალი იქნება.

არ არის გამორიცხული, რომ 2022 წელს ის კიდევ უფრო პასიურ ფაზაში გადავიდეს (ან საერთოდ დატოვოს საქართველო) და ამის მიზეზი არა მხოლოდ მისი საქმიანი, არამედ მის ოჯახის წევრებთან დაკავშირებული საკითხებიც იყოს“, - წერს ასტროლოგი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵„2022 წელს მისი ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ იქნება... კრიზისის პიკი აქვს“ - რას წერს ასტროლოგი მიხეილ სააკაშვილზე?

🔵„ეს მოხდება 1-ელ თებერვალს, 09:47 წუთზე, აუცილებლად უნდა დაიმახსოვროთ“ - მიხეილ ცაგარელი საზოგადოებას აფრთხილებს

🔵„ბევრი ადამიანი გაგიჟდება და მოკვდება ამისგან“ - რას უნდა ველოდოთ 2022 წელს ვანგას წინასწარმეტყველებით? - დაუჯერებელი დამთხვევები და ფაქტები

🔵„კოვიდი არ არის ყველაზე საშინელი რამ...“ - როგორ ხედავს 2022 წელს 15 წლის ნათელმხილველი ბიჭუნა, რომელმაც პანდემია იწინასწარმეტყველა

🔵 ცრუ ბრალდებები, გრანდიოზული ქორწილი და გზა წარმატებისკენ - ლაშა ტალახაძის უცნობი ამბები

🔵ვანგას წინასწარმეტყველება - რა ელის კაცობრიობას მომავალში?! როდის განადგურდება დედამიწა?!

🔵„22 დეკემბერს სიფრთხილით უნდა დაველოდოთ“ - ვანგას წინასწარმეტყველება პანდემიის დასასრულზე