ასტროლოგი რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და 2022 წლის ასტროლოგიურ პროგნოზს განიხილავს.
ის საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესახებაც წერს და აღნიშნავს, რომ მიშასთვის 2022 წელი ნოემბრის ბოლომდე საშიში იქნება.
გიგაური ურჩევს ყურადღება მიაქციოს როგორც ფიზიკურ ისე მენტალურ ჯანმრთელობას.
მიხეილ სააკაშვილი
„მიხეილ სააკაშვილის ჰოროსკოპის მიხედვით, მის ცხოვრებაში ნეგატიური პერიოდი 2020 წლის ნოემბერში დაიწყო და 2022 წლის ნოემბერში დასრულდება. ასე რომ, 2022 წლის ნოემბრამდე მისი ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ იქნება. ეს ეხება როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქოლოგიურ მდგომარეობას.
2022 წელს მიხეილ სააკაშვილისთვის სახიფათო პერიოდები იქნება:
* 21 იანვრიდან - 10 თებერვლამდე,
* მარტის პირველი ნახევარი,
* აპრილის მეორე ნახევარი, მაისი, ივნისი
* ნოემბერი.
თუმცა ყველაზე მნიშვნელოვან მონაკვეთად 14 აპრილიდან - 28 ივნისამდე პერიოდი უნდა მოვიაზროთ.
სწორედ ეს პერიოდი შეიძლება ჩავთვალოთ მისი 2022 წლის კრიზისის პიკად. მოსალოდნელია სწორედ ამ დროს გადაწყდეს ბევრი რამ და ეს კრიტიკული წერტილი უკავშირდება მის ერთი მხრივ ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას, ხოლო მეორე მხრივ (ამ კრიზისის გადალახვის შემთხვევაში) „მეორე სუნთქვის“ გახსნას და „რეგენერაციას“, რომელიც უფრო 2023 წლიდან არის მოსალოდნელი)“, - წერს გიგაური.
აგრეთვე წაიკითხეთ:
🔵 ცრუ ბრალდებები, გრანდიოზული ქორწილი და გზა წარმატებისკენ - ლაშა ტალახაძის უცნობი ამბები
🔵ვანგას წინასწარმეტყველება - რა ელის კაცობრიობას მომავალში?! როდის განადგურდება დედამიწა?!
🔵„22 დეკემბერს სიფრთხილით უნდა დაველოდოთ“ - ვანგას წინასწარმეტყველება პანდემიის დასასრულზე