ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის პროგნოზით პანდემია 2022 წელს შესუსტდება, 2023-ში კი საბოლოოდ დასრულდება. როგორც ცაგარელმა „დაიჯესტთან“ საუბრისას განაცხადა, ამ წლებში დიდი სიკვდილიანობა დაფიქსირდება, თუმცა მასში კორონავირუსის წვლილი არ იქნება.
„2019 წელი, როდესაც დაიწყო კოვიდი იყო ტახის წელი, მოგეხსენებათ ვეფხვი ჭამს ტახს, შესაბამისად პირველი ვინც პანდემიას კისერს მოუგრიხავს იქნება ვეფხვი. შემდეგი წელი, 2023 არის კატის წელი, ვინაიდან პანდემია 2020 წელს ვირთხის წელში დაიწყო და რადგან კატა ჭამს თაგვს, სწორედ 2023 წელს სამუდამოდ დასრულდება პანდემია“, - განაცხადა ცაგარელმა „დაიჯესტთან“ საუბრისას.
მისივე თქმით, მიმდინარე მოვლენებს კოსმიური კანონები მართავს, რომლის თანახმადაც, დედამიწა ახალ სიმაღლეზე გადადის, ამიტომ ადამიანებს პოზიტიური ენერგიებით - სიყვარულით, სიკეთით, სითბოთი და ბედნიერებით ცხოვრება მოეთხოვებათ.
„მიუხედავად იმისა, რომ შესუსტდება პანდემია, იქნება ძალიან ბევრი შტამი, რადგან დედამიწა ადის ახალ, 40 ჰერციან სიხშირეზე, ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანები სხვა ცნობიერების დონეზე გადაჰყავს, კოსმოსი ითხოვს რომ ჩვენს ცხოვრებაში მეტი სინათლე, სითბო, სიყვარული და სიკეთე შემოვიდეს სხვანაირად, ადამიანები დედამიწას ვერ დაეწევიან, რადგან ბოღმა, შური, წყენა და სიბრაზე დაბალი სიხშირის ემოციებია, ასეთ ადამიანებს მოუწევთ დედამიწის დატოვება, იქნება დიდი სიკვდილიანობა, ამ ყველაფერს დააბრალებენ პანდემიას, თუმცა ეს არაფერ შუაში არ იქნება, აქ კოსმოსის კანონი იმოქმედებს“, - აცხადებს ცაგარელი „დაიჯესტთან“ საუბრისას.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„მზებუდობის საკრალური დღეა“ - მიხეილ ცაგარელის დღის დეტალური რჩევა
🔵„დღეს ოცნებების ასრულების დღეა“ - მიხეილ ცაგარელი გვასწავლის, რა გავაკეთოთ 21 დეკემბერს