
ჰალიმა სისმა დაახლოებით 6 თვის წინ მსოფლიო რეკორდი დაამყარა და მაროკოში 9 ტყუპი გააჩინა. დედა შვილებთან ერთად მალში ცხოვრობს და სოციალურ ქსელში ბავშვების ფოტოც პირველად გამოაქვეყნა. მისი თქმით, მშობიარობის შემდეგ სახლში დაბრუნება ახლახან შეძლეს.
„თავს უკვე კარგად გრძნობენ, ყოველდღიურად უფრო და უფრო ძლიერები ხდებიან და მალე სამედიცინო კონტროლი აღარ დასჭირდებათ შესაბამისად სახლში დაბრუნებას შევძლებთ", - ამბობს ტყუპების 26 წლის დედა.
ცნობისთვის, ორსულობის დროს ექიმებმა ექოსკოპიით მხოლოდ 7 ბავშვის დანახვა შეძლეს, ორი მათგანი კი ექიმებისთვისაც და მშობლებისთვისაც სიურპრიზი აღმოჩნდა.
ტყუპები ორსულობის 30-ე კვირას, საკეისრო კვეთით კასაბლანკაში დაიბადნენ.
ინფორმაციისთვის, ჩვილებიდან 5 გოგოა, 4 ბიჭი.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵ვინ უნდა გაიკეთოს „ბუსტერი“ - კულუმბეგოვის განმარტება
🔵„მძიმე ეპიდვითარებაა, შედეგები 2 კვირაში დადგება“ - ლევან გოფოძე აქციებზე
🔵„მდგომარეობა კრიტიკულ ნიშნულს უახლოვდება“ - სოფო ჯაფარიძე განცხადებას ავრცელებს
წყარო: rustavi2.ge