გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათის“ რესპონდენტი მოსამართლე იყო, რომელმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უნდა გაასამართლოს.
ლიანა ორკოდაშვილი პირდაპირ აცხადებს, რომ თუ ორშაბათს მიხეილ სააკაშვილს იუსტიციის სამინისტრო სასამართლო პროცესზე არ მიიყვანს სხდომა არ ჩატარდება.
„ალბათ უფრო ვერავინ გაბედავს, რომ კონსილიუმის წინააღმდეგ წავიდეს, თუ ისინი იტყვიან რომ მისი (მიხეილ სააკაშვილის) ტრანსპორტირება შესაძლებელია რომ არ მოიყვანონ. თუ არ მოიყვანენ, ჩვენ ისევ არ განვიხილავთ მის გარეშე“, - აცხადებს ორკოდაშვილი.
ლიანა ორკოდაშვილი კარიერას თბილისის საქალაქო სასამართლოში 18 თვეში ასრულებს. უვადოდ გამწესებული მოსამართლე 65 წლის ხდება და უფლებამოსილებაც ავტომატურად უწყება.
მისი თქმით, მოსამართლის სიტყვაზე ბევრი განსასჯელის მომავალი ცხოვრებაა დამოკიდებული:
„მოსამართლეობა, ეს ისეთი დიდი ტვირთია, შენი სიტყვით ადამიანი ან ციხეში მიდის, ან სახლში. ან სწორ გზას ადგება, ან შეიძლება დანაშაულებს აგრძელებს. ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მოსამართლე როგორ მიუდგება კონკრეტულ ადამიანს და როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს“, - აცხადებს მოსამართლე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„დღეს გაიზრდება ტრავმების და ავარიების, ცდუნებებისა და შეცდომების დაშვების ალბათობა“ - ცაგარელი
🔵„მას ყველაზე მეტად ეშინოდა ტელევიზორის და ახალგაზრდული გაერთიანებების“ - ხათუნა ხოფერია
🔵COVID 19-ის სამკურნალო მედიკამენტები საქართველოშია
🔵ირაკლი ჩარკვიანი 60 წლის გახდებოდა - 27 გენიალური ფრაზა მეფის შემოქმედებიდან