Digest Logo

„თვის ბოლოსთვის ჩამოდით საქართველოში, გადამწყვეტი ბრძოლისთვის“ - სააკაშვილი ემიგრანტებს მიმართავს

1634304167
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Digest.ge

ადვოკატმა დიტო საძაგლიშვილმა მიხეილ სააკაშვილის მიმართვა წაიკითხა, რომელიც მან ციხიდან გამოაგზავნა. სააკაშვილი ემიგრანტებს მოუწოდებს საქართველოში ჩამოვიდნენ. სააკაშვილი საზოგადოებას მოუწოდებს, მის გასათავისუფლებლად პერმანენტული აქციები ჩატარდეს. 

„მეგობრებო, თანამოქალაქეებო, თანამემამულეებო, უსაზღვროდ ვამაყობ თქვენით, თქვენი ნათელი სახეებით, ინტელექტით, ღირსების განცდით. თქვენმა სიტყვებმა და ამხელა თანადგომამ დიდი ენერგია მომცა, მართლა ფრთები შემასხა, რა თქმა უნდა, რეჟიმი ყველაფერს გააკეთებს, რომ არ გამათავისუფლოს, მაგრამ ეს მას არ გამოუვა. ამიტომ ახლა საჭიროა, ყოველდღიური აქციები, სხვადასხვა ფორმით, ყველგან საქართველოში, რადგან ბოლომდე შევძლებ თქვენს და ქვეყნის დახმარებას მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ჯანმრთელი და გარეთ ვიქნები და ამის გაკეთება მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ. გარეთ რომ ვიქნები ერთად სასწაულებს მოვახდენთ ზუსტად ვიცი.

ჩემი გათავისუფლებისთვის ბრძოლის პარალელურად, ვემზადებით და ვიბრძვით არჩევნებზე გამარჯვებისთვის. გუშინდელმა დღემ საბოლოოდ დამარწმუნა, რომ არჩევნებსაც მოვიგებთ და მეც თავისუფალი ვიქნები. ჩემი გათავისუფლების ტემპი და ზუსტი დრო კი ახლა თქვენს ყოველდღიურ ორგანიზებაზე დამოკიდებული.

ასევე მინდა მივმართო ემიგრანტებს, თვის ბოლოსთვის ერთი კვირით მაინც ჩამოდით საქართველოში გადამწყვეტი ბრძოლისთვის, სიტუაცია მომწიფებულია და ახლა მოდუნება დანაშაულის ტოლფასია. გამარჯვება მართლა ხელის გაწვდენაზე. გვჭირდება დამატებით მრავალი ათასი ემიგრანტი, ვიცი, გადაადგილება ბევრ სირთულესთანაა კავშირში, მაგრამ ეს გადამწყვეტი უპირატესობის მომტანი იქნება ხმების დასაცავად და ჩემს მხარდასაჭერად", - წერს სააკაშვილი მიმართვაში.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„ბავშვებში ინფიცირებამ იმატა“ - დავით რეხვიაშვილი

🔵„ეს კაცი ტრაგედიის ადგილს არ შორდებოდა, გააფთრებული წმენდდა, დროდადრო ნანგრევებში მოყოლილ ადამიანს ესაუბრებოდა...“ - გაიცანით ბათუმის ტრაგედიის უცნობი გმირი

🔵„გაფრინდნენ ჩემი ანგელოზები” – რამაზ დავლაძემ სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა

🔵VIDEO: „სკოლაში მიიყვანა ერთ-ერთი შვილი და მხოლოდ ამიტომ გადარჩა“ - რატომ ატირდა მარიამ სანოგო გადაცემის ჩაწერისას

🔵მსახიობი და ღირსების ორდენის კავალერი, ჟუჟუნა ჩხეიძე გარდაიცვალა

🔵„წა­ვი­და ჩემი ლა­მა­ზი, თბი­ლი და ყვე­ლა­ზე ერ­თგუ­ლი ადა­მი­ა­ნი“ - ბუბა კიკაბიძის მეუღლე გარდაიცვალა

🔵„93-ში ერთხელ უკვე ჩავი@@ით..." - ზვიად ციკოლიას მხარდაჭერა მიხეილ სააკაშვილს