Digest Logo

The Washington Post-მა ქართველ ქალ მოჭადრაკეებს სტატია მიუძღვნა

1607893868
ვაშინგტონ პოსტი

საბჭოთა კავშირში ჭადრაკს ქართველი ქალები მართავდნენ. ახალი თაობა „ლაზიერის გამბიტის“ დიდებას მისდევს“, - ამ სახელწოდების სტატია ამერიკულმა გამოცემა „ვაშინგტონ პოსტმა“ გუშინ, 13 დეკემბერს გამოაქვეყნა. 

სტატია კატო ფიფიას ამბით იწყება, რომელიც ოქტომბერში 17-წლამდე ასაკის გოგონათა შორის მსოფლიოს ონლაინ სასკოლო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

კატომ ბრწყინვალედ იასპარეზა და 9 ტურში მოპოვებული 8.0 ქულით (7 მოგება, 2 ფრე) ჩემპიონის ტიტული დამაჯერებლად მოიპოვა.

საქართველოს ჩემპიონმა 20-წლამდე გოგონათა შორის ნია დონღვანმა 7.0 ქულით ირანელ ანაჰიტა ზაჰედიფართან ერთად II-II ადგილები გაინაწილა.

კატოს ისტორიის ფონად სტატიაში ნონა გაფრინდაშვილის ამბავს ვკითხულობთ:

„გლობალურ საჭადრაკო სცენაზე, ათწლეულების განმავლობაში, პატარა საქართველო თავის წონას ნელ-ნელა მაღლა სწევდა. ამ მოედანზე ქართველ ქალებს გზა მათმა გმირმა, ნონა გაფრინდაშვილმა დაულოცა, რომელიც ცივი ომის დროს საჭადრაკო სამყაროს სათავეში მოვიდა და ახლა სერიალ „ლაზიერის გამბიტის“ გამოგონილ პერსონაჟ ბეთ ჰარმონთან საკუთარი ცხოვრებიდან პარალელების გავლება შეუძლია.

1978 წელს გაფრინდაშვილმა შექმნა ისტორია და გახდა პირველი ქალი გროსმაისტერი.

79 წლის ასაკში ის კვლავ ტურნირებში მონაწილეობს და ახალ თაობას შთააგონებს, რომ ჭადრაკის ჩემპიონს შეუძლია გახდეს ვარსკვლავი.“

„ის მართლა ლეგენდაა ჩვენთვის“, - ამბობს ფიფია.“

ამის შემდეგ ავტორი მაია ჩიბურდანიძის, ნანა ძაგნიძის, ნინო ბაციაშვილისა და ნინო ხომერიკის ამბებს მოგვითხრობს:

„ჩიბურდანიძე გახდა მეორე ქალი - გაფრინდაშვილის შემდეგ, რომელმაც დიდოსტატის სტატუსი მოიპოვა (დღეისათვის 37 ქალიდან, რომლებმაც გროსმაისტერის წოდება მოიპოვეს, ექვსი ქართველია).

„ნანა ძაგნიძემ გროსმაისტერის სტატუსი 2008 წელს მოიპოვა.

ნინო ბაციაშვილმა, რომელიც გროსმაისტერი 2017 წელს გახდა, WASHINGTON POST-ის ჟურნალისტებთან საერთაშორისო ჩემპიონატის პერიოდიც გაიხსენა:

„საბჭოთა პერიოდისგან განსხვავებით, სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა არ გვქონია. 18 წლის ასაკში კონკურსებში სათამაშოდ, წიგნებით სავსე ბარგით მივდიოდი, სხვებს კი საჭადრაკო თამაშების გასაანალიზებლად, მხოლოდ კომპიუტერები ჰქონდათ”, - თქვა ბაციაშვილმა.

22 წლის ნინო ხომერიკი გროსმაისტერი 2019 წელს გახდა.

„მოჭადრაკე ტურნირებში გამარჯვებით ცხოვრობს“, - ამბობს ის.


აგრეთვე წაიკითხეთ:

11 უცნობი ფაქტი „ლაზიერის გამბიტის“ კულისებიდან

პირველი ორგაზმის შემდეგ - როდის მიხვდით, რომ გაიზარდეთ?

კორონავირუსი გენდერულ თანასწორობას ანადგურებს, ქალებს 50-იანებში აბრუნებს - გაერო