სოციალურ ქსელში დარეგისტრირებული გვერდი - „დამიცავი პატარა ვარ“ შექმნილია სექსუალურ ძალადობასთან ბრძოლის მიზნით. აღნიშნულ პროექტს, ორგანიზაცია „საფარი“ ახორციელებს.
ამ გვერდზე პერიოდულად ქვეყნდება ძალადობის მსხვერპლის ისტორიები. ამჯერად ახალგაზრდა ქალი ჰყვება თავის ისტორიას.. „დაიჯესტი“ მის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
„ზოგადად უცნაური მომენტია… არა, ეს არ არის ისეთი ძალადობის ისტორია, რასაც თქვენს გვერდზე ვკითხულობ.
ზაფხულია, ლოგიკურია, ვერ ვიცვამ ყელამდე „როლინგებს” და ქურქებს, თუმცა გარეთ კაბით ან შორტითაც ვერ გავდივარ, მხოლოდ იმის გამო, რომ ყოველ ნაბიჯზე ვხვდები 40-50 წლის კაცების უნამუსო მზერებს…
არასდროს არ ვყოფილვარ იმ ტიპის გოგო, რომელსაც ბიჭებისგან ყურადღება სიამოვნებს. პირიქით. ყველასთან მეგობრული ურთიერთობა მაქვს და ზომიერების ზღვარიც დაცული მაქვს. თუმცა, ჩემთვის ისიც ძალადობაა, როცა ვინმე ზედმეტად მიყურებს… მით უმეტეს, ბაბუისხელა კაცები.
ყურადღება გავამახვილე, რომ არანაირად არ ვიწვევ ჩემი ტანისამოსით არავის. ლამის შუა ზაფხულში 4 ზომით დიდი ჰუდით რანაირად ვიარო, იმის გამო, რომ რამე ზედმეტი არ შემემჩნეს… უბრალოდ ხალხო, იმის ნაცვლად, რომ გოგოებს ასწავლოთ, რა უნდა ჩაიცვან, ბიჭებს ასწავლეთ გოგოების პატივისცემა… მე უკვე ასე გავიზარდე, ამ სირცხვილით და ურცხვი მზერების გარემოცვაში. არ მინდა, რომ ჩემი შემდეგი თაობაც ასე იყოს… მე მგონი ძალიან ავცდი თემას“, - წერს ძალადობის მსხვერპლი.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵რა იწვევს პირ-ხახის უკანა ნაწილის კიბოს და როგორ შეგვიძლია მისი პრევენცია - ზაზა თელიას განმარტება
🔵„არაფერია იმაზე საშინელი, ვიდრე ნანგრევებიდან გარდაცვლილი ბავშვის ამოყვანის სცენა“ - გიორგი კეკელიძე ბათუმის შემთხვევაზე