
გორში ახალგაზრდა ქალი ქორწინების მიზნით მოიტაცეს. დაზარალებულის განცხადებით, ის სახლიდან იძულებით გაიყვანეს, მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და უმცროსი ძმის მოკვლით დაემუქრნენ.
„ჩემი ნების საწინააღმდეგოდ, ძალის გამოყენებით ჩამსვეს მანქანაში და გამიტაცეს, იყო უფრო მეტად შურისძიების მოტივი, რადგან მე არ ვყოფილიყავი ბედნიერი. ამ ყველაფერს თან უძღოდა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. შემეხო ხელი, მითხრა რომ ცხოვრებას დამინგრევდა და ჩემს პატარა ძმას მოკლავდა", - აცხადებს დაზარალებული ახალგაზრდა ქალი.
„ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტის ალექსი მერაბიშვილის თქმით, დაზარალებული ქალის გატაცება ჯგუფის მიერ განხორციელდა. უფლებადამცველს პრეტენზიები პროკურატურასთანაც აქვთ:
„სამწუხაროა, რომ პროკურატურა დღემდე არ ახორციელებს დამამძიმებელი გარემოების გამოკვეთას, როგორიცაა გენდერული ნიშანი, ჩვენ მივმართავთ პროკურატურას გამოკვეთოს ეს დამამძიმებელი გარემოება და მაქსიმალურად, კანონის მთელი სიმკაცრით დაისაჯონ დამნაშავეები", - განაცხადა ალექსი მერაბიშვილმა.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. არსებული ინფორმაციით, საქმეში მონაწილე 1 პირი დაკავებულია, მეორე მამაკაცმა კი მიმალვა მოასწრო.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵ავლაბარში საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა
🔵„დიდი მოთხოვნილება მქონდა ერთი პერიოდი, რომ მონაზვნად წავსულიყავი“ - რას ჰყვება ელისო ბოლქვაძე
🔵გვიან ღამით თბილისში ქალი ჩაცხრილეს
🔵„გრიპის და კორონავირუსის ერთმანეთზე თანდართვა იქნება ძალიან დიდი დარტყმა“ - ეპიდემიოლოგები
🔵როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?
🔵„ვინც ჩემი ფრთის ქვეშაა, ყველა გადარჩება! ამას ვერავითარი ძალა ვერ შეცვლის“ - ლელა კაკულია