Digest Logo

„3 წლის ბავშვი ჰყოლია საცოდავს... 5-ჯერ გასროლის ხმა გავიგე" - თბილისში მოკლულ ქალს მცირეწლოვანი შვილი დარჩა

1634547064
ლენტი - პოლიცია

თბილისში მოკლულ 30 წლამდე ქალს, რომელიც გუშინ გვიან ღამით სახლში ჩაცხრილეს, მცირეწლოვანი ბავშვი დარჩა. გვიან ღამით მომხდარ მკვლელობაზე პოლიციას ამ დრომდე არავინ დაუკავებია. 

„ამბობენ, რუსი იყოო. გუშინ გვიან იყვნენ [სამართალდამცველები]. პოლიციას არ გამოვუკითხივართ.შვილთან ერთად ცხოვრობდა, 3 წლის ბავშვი ჰყოლია. ძიძასთან არისო გამყიდველმა მითხრა. ახლა გავედი, გუშინ შემეშინდა ეს ხმა რომ გავიგე",- ჰყვებიან ადგილობრივები.

მოკლულის მეზობლები ამბობენ, რომ დაახლოებით ღამის პირველ საათზე 5 -ჯერ მიჯრით გასროლის ხმა გაიგონეს. მათივე თქმით, სროლამდე ხმაურისა და ყვირილის ხმა ესმოდათ.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„დიდი მოთხოვნილება მქონდა ერთი პერიოდი, რომ მონაზვნად წავსულიყავი“ - რას ჰყვება ელისო ბოლქვაძე

🔵გვიან ღამით თბილისში ქალი ჩაცხრილეს

🔵„გრიპის და კორონავირუსის ერთმანეთზე თანდართვა იქნება ძალიან დიდი დარტყმა“ - ეპიდემიოლოგები

🔵როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?

🔵„ვინც ჩემი ფრთის ქვეშაა, ყველა გადარჩება! ამას ვერავითარი ძალა ვერ შეცვლის“ - ლელა კაკულია

🔵„თუ კი ვინმე ფულს გთხოვთ ბავშვის ონკოლოგიური დაავადების რაღაც სახის მკურნალობაში, ვინმეს ფულის გაკეთება სურს“ - იაგო ფრანგიშვილი მიმართვას ავრცელებს

წყარო: mtavari.tv