მუსიკოსი ნიაზ დიასამიძე სოციალურ ქსელში საგანგებო მიმართვას აქვეყნებს. ნიაზი მოქალაქეებს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად გაერთიანებას სთხოვს. ის წერს, რომ ჰუმანურობასა და ადამიანის სიცოცხლეზე მაღლა არაფერი დგას და ახლა სააკაშვილისთვის ჯანმრთელობის შენარჩუნება პრიორიტეტია.
„სალამი.. ამ წერილით მივმართავ ჩემს კოლეგებს განსაკუთრებით მათ ვისი პოლიტიკური ხედვა განსხვავდება ჩემი ხედვისგან.. ეს ჩემთვის ნორმალურია და ამის გამო ნამდვილად არ ვაპირებ ადამიანური ურთიერთობის დაკარგვას მათთან პატივს ვცემ თქვენს პოზიციას... და ვინც მიყვარს ის მიყვარს... ისეთი როგორიც არის პატივს ვცემ ყველას შრომას და არასდროს მიგრძვნია სურვილი ვინმეს წარუმატებლობის პირიქით მიხარია ნებისმიერის წარმატება ! ჩვენ ერთი ქვეყნის ერთი დედამიწის შვილები ვართ და დარწმუნებული ვარ რომ ნებისმიერი ადამიანის სიცოცხლე... ადამიანის უფლება სიცოცხლის... ჩვენთვის ყველასთვის უმთავრესია... ადამიანურობა უპირველეს ყოვლისა … ვფიქრობ რომ უკიდურესად საჭიროა დღეს ჰუმანურობისთვის ერთიანი ძალისხმევა ვიმეორებ ნებისმიერი ადამიანის სიცოცხლის უფლების დასაცავად .! ვიფიქროთ განსხვავებულად ! არჩევნებზე ხმა მივცეთ ვისაც გვსურს... არ ვეთანხმებოდეთ ერთმანეთს რიგ საკითხებში... მაგრამ ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად... ადამიანურობა შევძლოთ ერთად! დღეს მიშას სჭირდება სამოქალაქო მრავალპროფილურ საავადმყოფოში გადაყვანა სიცოცხლის გადასარჩენად . ეს ყველა პატიმრის უფლებაა და არა ეკსკლუზივი. ვფიქრობ რომ ამ საუკუნეში ნამდვილად ელემენტარული და აუცილებელი უფლებაა. მიყვარხართ ! მჯერა! ნ.დ.
Ps. ბედის ბორბალი მრუდეა ვერ ავარიდებთ თავს, ის რასაც თავს არ ვუსურვებთ მას ნუ ვუსურვებთ სხვას“, - წერს ნიაზ დიასამიძე.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. იგი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება.
სააკაშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტპატიმარია და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე შიმშილობს.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსის სამკურნალო პირველი პრეპარატი დაამტკიცეს
🔵ნიკა გვარამია რაჭველებზე - „თქვენ თვითონ აზილეთ ერთმანეთს ტალახი უსირცხვილო სახეებზე“
🔵„დღეს მოგინდებათ პირადი სივრცის შენარჩუნება და მეტი თავისუფლების მოპოვება“ - ცაგარელი
🔵„დღეიდან დაიწყო ბაჩოს ტყვეობის მეათე წელი“ - ანი ნადარეიშვილი