Digest Logo

არქიტექტორი გიგა ბათიაშვილი მახათას მთაზე ახალ პანთეონში დაკრძალეს

1641211996
არქიტექტორი გიგა ბათიაშვილი გარდაიცვალა

გიგა ბათიაშვილი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა და ის დღეს მახათას მთაზე, ახალ პანთეონში დაკრძალეს.  მან 1958 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. 1982 წელს საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა, 1996 წელს კი გიგა ბათიაშვილი გახდა თბილისის საპატიო მოქალაქე.

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ზარქუა, გიგა ბათიაშვილს ქვეყნისთვის გაწეული ღვაწლისთვის მადლობას უხდის.

„კოლორიტი ადამიანი, ღირსეული მოქალაქე ამ ქვეყნის, ამ ქალაქის. ბევრი საქმე აქვს გაკეთებული ჩვენი ქვეყნისთვის და ქალაქისთვის, ეს ძველი თბილისი რაც არის, მთლიანად ამ ადამიანის დაგეგმილია, დაპროექტებულია. ღვაწლმოსილი მიდის ამ ქვეყნიდან და კიდევ ერთხელ მადლობა ვუთხრათ მას, რომ ემსახურებოდა ჩვენს ქალაქს, ჩვენს ქვეყანას და ქართულ საზოგადოებას“,- ამბობს ირაკლი ზარქუა.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵ვიქტორ სანეევი გარდაიცვალა

🔵ქართველი „კანონიერი ქურდი“ მოკლეს – რა ვიცით საბერძნეთში მოკლული კაცის შესახებ?

🔵ქუთაისში დედამ ჩვილი სამშობიარო სახლში დატოვა - მოგვიანებით საქმეში სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო ჩაერთო

🔵„ჩემთვის, როგორც ადამიანისთვის, რომელსაც სიკეთის სჯერა, ადვილი მისაღები არ არის“ - ლიზა იასკო სააკაშვილს გაუბრაზდა?

🔵საქართველოში „ომიკრონის“ 147 შემთხვევაა დადასტურებული

წყარო: rustavi2.ge