Digest Logo

🎥 „ასეთი კონკურსანტი კიდევ დიდი ხანი არ ეყოლება, არამხოლოდ საქართველოს, არამედ ევროპას“ - ნიკო ქაჯაია ევროვიზიაზე გამოვიდა

1639932673
ნიკო ქაჯაია

საბავშვო ევროვიზია 2021-ის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელი ნიკო ქაჯაია მე-2 ნომრად გამოვიდა.

„ყველა კონკურსანტის გამოსვლის შემდეგ, ბოლო 15 წუთი იქნება ხმის მიცემა! ასეთი კონკურსანტი კიდევ დიდი ხანი არ ეყოლება, არამხოლოდ საქართველოს, არამედ ევროპას და ევროვიზიას“ – წერს სოციალურ ქსელში საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი.

პროექტ „რანინას“ გამარჯვებულმა ნიკო ქაჯაიამ საქართველოს სახელით საბავშვო ევროვიზიაზე გიგა კუხიანიძის სიმღერა „დავაგროვოთ ღიმილები“ (lets Count The Smiles) შეასრულა.

საბავშვო ევროვიზიის კონკურსზე ონლაინ ხმის მიცემა 17 დეკემბერს 23:00 საათიდან არის შესაძლებელი ვებგვერდზე vote.junioreurovision.tv ხმის მიცემა შესაძლებელია ონლაინ – მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. პირდაპირი ეთერის მსვლელობის დროს, ხმის მიცემა შესაძლებელია მხოლოდ 15 წუთით, მას შემდეგ, რაც ყველა საკონკურსო სიმღერა შესრულდება.

საქართველოს წარმომადგენელთან ერთად, შეგიძლია, ხმა მისცე კიდევ ორ კონკურსანტს. შენი ხმა განსაზღვრავს საბოლოო შედეგის ნახევარს, მეორე ნახევარს კი ჟიური გადაწყვეტს. გაიმარჯვებს ის სიმღერა, რომელიც ყველაზე მაღალ ქულას მიიღებს.

ტრადიციულად, საბავშვო ევროვიზიის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ახორციელებს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„სავსემთვარეობა ენერგეტიკულად მძიმე დღეა - არ აჰყვეთ პროვოკაციებს“ - ცაგარელის რჩევა

🔵„უახლოეს პერიოდში მნიშვნელოვანი ამბავი უნდა გაჟღერდეს - დააკვირდით რა ინფორმაციას მიიღებთ ამ 2 დღეში“ - ასტროლოგი ხათუნა ნოელი

🔵19 დეკემბრის ამინდის პროგნოზი საქართველოში

🔵„არ მჯერააა!!! ჯერ კიდევ შოკში ვარ“ - ალექსანდრე ზაზარაშვილი ამერიკული ნიჭიერის გამარჯვებულია

🔵სოფო ნიჟარაძე ანათებს - ნახეთ რა ფოტოები გამოაქვეყნა მან ახლახან