Digest Logo

„ძალიან მძიმე დილა გათენდა“ - 37 წლის ბიზნესმენი გარდაცვლილი იპოვეს

1641214635
 ირაკლი ჭკადუა

ცნობილი გახდა, რომ მოულოდნელად გარდაიცვალა ბიზნესმენი ირაკლი ჭკადუა. ახალგაზრდა კაცი, რომელსაც შოუბიზნესის სფეროში კარგად იცნობდნენ და ემეგობრებოდნენ ყველასთვის დიდი დანაკარგი აღმოჩნდა. ფეისბუკზე მეგობრები სამძიმრის წერილებს უწერენ.

 

„ძალიან მძიმე დილა გათენდა. მეგობრებისთვის დაბადებული ადამიანი… ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასეთი ცხოვრების მოყვარული ადამიანი, ასე მალე დაგვტოვებდი.

ჩემო ძმაო ირაკლი, ღმერთმა ნათელში გამყოფოს“, – წერს პროდიუსერი კახა მამულაშვილი.

ადვოკატი ირმა ჭკადუაც მწუხარებას გამოთქვამს საშინელი ამბის გამო.

აგრეთვე ჟურნალისტი თათა სადრაძეც მწუხარებას გამოთქვამს ტრაგედიაზე. ამ საშინელი ამბის დაჯერება არავის სურს.

როგორც მედიაში გახდა ცნობილი, კომპანია LAG-ის ხელმძღვანელი ელენე განაია ირაკლის მეგობარი იყო. მისთვისაც ამ ამბის გაგებას შოკის ფასი ჰქონდა.

„ვაიმე და ვაიმე!

ირაკლი ჩემო მეგობარო არ მჯერა... გული მისკდება, ეს რა უსამართლობაა...
ჩემო იმედო, ჩემო ძმაო, ვაიმე ცუდად ვარ.

უშენოდ როგორ? რანაირად? არ მესმის და ვერც გავიგებ... სიტყვებს ვერ ვუყრი თავს ჩემოო იკა ჩემო ძვირფასო.

შენ ხომ სვანეთის ერთ-ერთი საუკეთესო ოჯახის საუკეთესო შვილი ხარ... ყველას გვერდში მდგომი მოსიარულე სიკეთე.

მიყვარხარ და მეყვარები...
შეხვედრამდე მეგობარო“,
- წერს განაია.


აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵„იმ წუთში მოაცალა 2 თითი, ხელებში შემრჩა... მინდოდა ჩემი თითები გადაენერგათ! ჩემი ანდრიას თითები ყველაზე დიდი დანაკარგია, რაც კი ცხოვრებაში დამიკარგავს“ - პიროტექნიკით დაზარალებული შვილის დედა საზოგადოებას მიმართავს

🔵ახალი წლის დღეებში, ალკოჰოლით ინტოქსიკაციის 232 შემთხვევა დაფიქსირდა

🔵ქართველი „კანონიერი ქურდი“ მოკლეს – რა ვიცით საბერძნეთში მოკლული კაცის შესახებ?

🔵იანვრის თვის 3 ფავორიტი ნიშანი

🔵„ჩემთვის, როგორც ადამიანისთვის, რომელსაც სიკეთის სჯერა, ადვილი მისაღები არ არის“ - ლიზა იასკო სააკაშვილს გაუბრაზდა?