23 წლის ჩინელი ინფლუენსერი,
რომელიც ხუთი წლის
განმავლობაში ძვლის
აგრესიულ ფორმასთან -
ოსტეოსარკომასთან მარტო
იბრძოდა, გარდაიცვალა.
გოგონას ისტორია
განსაკუთრებით მძიმეა
იმით, რომ დაავადების
დიაგნოზის შემდეგ მას
მშობლებმაც კი ზურგი
აქციეს. მისი
გარდაცვალების ამბავს
სოციალურ ქსელებში დიდი
გამოხმაურება მოჰყვა.
იტალიური კინოს საკულტო
ფიგურა, ავანგარდული და
ეროტიკული ფილმების
ცნობილი რეჟისორი ჯოვანი
„ტინტო“ ბრასი 4 ნოემბერს, 93
წლის ასაკში, რომში საკუთარ
სახლში გარდაიცვალა.
ინფორმაცია რეჟისორის
მეუღლემ, კატერინა ვარზიმ
და ოჯახის წევრებმა
ოფიციალურად დაადასტურეს.
ესპანეთის მეორე
დივიზიონის კლუბის,
„ტენერიფეს“ ფეხბურთელი, 30
წლის ჰესუს დე მიგელი
მოედანზე მიღებული
ტრავმის შემდეგ
საავადმყოფოში
გარდაიცვალა. ამის შესახებ
championat.com იუწყება.
ამერიკული მედიის ცნობით,
„ელენ დეჯენერესის შოუს“
გრძელვადიანი
აღმასრულებელი პროდიუსერი
მეთიუ რაიტი 52 წლის ასაკში
უეცრად გარდაიცვალა.
ტრაგიკული მოვლენის
შესახებ ინფორმაცია მისმა
კოლეგებმა და მეგობრებმა
სოციალურ ქსელში
გაავრცელეს.
სულხან-საბა ორბელიანის
უნივერსიტეტის სამართლის
ფაკულტეტის სტუდენტი ლუკა
კალანდია მოულოდნელად
გარდაიცვალა. სამწუხარო
ინფორმაცია სოციალურ
ქსელში გავრცელდა.
ახალგაზრდის
გარდაცვალების მიზეზად
გულის შეტევა სახელდება:
86 წლის ასაკში მსახიობი
პატრიკ სტიუარტი
გარდაიცვალა. ბრიტანელი
მსახიობი მაყურებელმა
სერიალით „ვარსკვლავური
გზა “ და ფილმების
„ფრენჩაიზი იქს
ადამიანები“ გაიცნო.
სტუარტმა მსოფლიო
პოპულარობა კაპიტან ჟან
ლუკ პიკარისა და პროფესორ
ჩარლს ქსავიერის როლებით
მოიპოვა.
ჟურნალისტი, აჭარის
საზოგადოებრივი
მაუწყებლის რადიოს
თანამშრომელი ინგა
მებონია გარდაიცვალა.
სამწუხარო ინფორმაციას
„აჭარის ტელევიზია“
ავრცელებს. სამძიმრის
წერილში ვკითხულობთ, რომ
ჟურნალისტის ცხოვრება და
პროფესიული გზა 25 წლის
განმავლობაში ურყევად
უკავშირდებოდა აჭარის
რადიოს:
კენედების ცნობილი ოჯახი
კიდევ ერთ დანაკარგს
გლოვობს. აშშ-ის ყოფილი
პრეზიდენტობის
კანდიდატის, რობერტ ფ.
კენედის შვილიშვილი, კაილ
ფრენსის კენედი, 42 წლის
ასაკში გარდაიცვალა.
როგორც ფრანგული გამოცემა
Le Parisien წერს, კაილი 2026 წლის 21
სექტემბერს, მასაჩუსეტსის
შტატის ქალაქ ვესტვუდში,
საკუთარ სახლში
გარდაიცვალა. მისი
გარდაცვალების შესახებ
ინფორმაცია ოჯახმა 20
ოქტომბერს გაავრცელა.
გარდაცვალების მიზეზი ამ
დროისთვის საჯაროდ
ცნობილი არ არის.