სანდრა რულოვსმა „ფორმულას“ ეთერში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შერიგების ინიციატივის შესახებ მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით ისაუბრა.
მისი თქმით, შერიგების პროცესში მედიის როლი დიდია.
სანდრა რულოვსი საქართველოს პრეზიდენტს გადაწყვეტილებას უწონებს და ფიქრობს, რომ ასეთი პოლარიზაციით წინ ვერ წავალთ.
„მიშასთვის საქართველოში ჩამოსვლა რთული გადაწყვეტილება იყო, რისკები მაღალი იყო. მისთვის მონატრება უფრო ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე რისკი. რა თქმა უნდა, იმედები გვაქვს, რომ იქიდან რამენაირად გამოაღწევს. იმედით ვუყურებ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას. მიხარია, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი მიხვდა, რომ ამ ორბანაკიანი პოლარიზაციის ძალიან მძიმე ფონზე ვერ მივდივართ წინ, თვითონაც შეწუხდა და კარგი ფორმაც აირჩია, რომ ჯერ საზღვარგარეთ თქვა და მერე უკვე აქ შესრულებაზე დაიწყო საუბარი. ის კი ამბობს, რომ ეს არის ხანგრძლივი პროცესი, მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, დრო არ გვაქვს, როგორც ვხედავთ, ირგვლივ ტერიტორიებსაც ვკარგავთ ყოველ დღე, რუსული გავლენაც იზრდება, ბევრი ფაქტორია, რის გამოც ეს მალე უნდა მოხდეს.
სალომე ზურაბიშვილმა სწორად თქვა, საჭიროა ერთმანეთის მოსმენა. ხშირად ასეთი პოლარიზაციის დროს ერთმანეთის შესახებ არ იცით საკმარისად, როცა უკვე ერთად დასხდებით, ისაუბრებთ საერთო თემებზე, თურმე ასეთი დიდი დისტანცია არ ყოფილა ჩვენს შორის - აი, ასეთი უნდა გახდეს ეს პროცესი“, - განაცხადა სანდრა რულოვსმა.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵VIDEO: ლევან რატიანი და თიკა ფაცაია გადაცემის მსვლელობისას ამღერდნენ
🔵„ევროპაში ცუნამია და ვერც საქართველო ასცდება ამ უბედურებას“ - გიორგი ფხაკაძე