„ფორმულას“ ეთერში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შვილმა ნიკოლოზ სააკაშვილმა საკუთარ გეგმებზე და ოჯახურ პირობებზე ისაუბრა. მისი თქმით, ექსპრეზიდენტის საქართველოში ჩამოსვლის ამბავი ძალიან განიცადა და მეცადინეობასაც ვეღარ უთმობდა დროს.
„ხშირად მეფანტება ყურადღება. ოქტომბერში რომ ჩამოვიდა ძალიან არეული ვიყავი. ზოგადად ვერიდები სოციალურ მედიას, რადგან ხელს მიშლის შრომაში, თუმცა მისი ჩამოსვლის შემდეგ ყოველ წამს ფეისბუკს ვარეფრეშებდი და ვერც ვმეცადინეობდი.
პოლიტიკაში ალბათ არასდროს არ შევალ. გამიგია, თითქოს შემდეგი მიშა ვარ, მაგრამ არ მოხდება ასე.
სანდრა საერთოდ არ არის მკაცრი. მახარებს ეს, რადგან თავისუფლება მომცა“, - განაცხადა ნიკოლოზ სააკაშვილმა.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵VIDEO: ლევან რატიანი და თიკა ფაცაია გადაცემის მსვლელობისას ამღერდნენ
🔵„ევროპაში ცუნამია და ვერც საქართველო ასცდება ამ უბედურებას“ - გიორგი ფხაკაძე