საქართველოს ყოფილმა პირველმა ლედმა სანდრა რულოვსმა „ფორმულას“ ეთერში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე და მის ახალ რჩეულ ქალზე ლიზა იასკოსზე ისაუბრა.
„ერთად ვუყურეთ ამ ვიდეოს, ეს იყო ნამდვილად შოკი, ნიკოლოზისთვის, ჩემთვის. ვიდეო სამი წუთი გრძელდებოდა, სამ ენაზე, სამჯერ ზედიზედ მოვუსმინე, მაგრამ მაინც არ მჯეროდა რაღაცნაირად.
უბრალოდ არ არსებობს, ასეთი შთაბეჭდილება მქონდა, ფსიქოლოგიაში ამას უარყოფის ფაზას ეძახიან, ეს არის დაცვითი მექანიზმი, როცა ვერ უყურებ თვალებში რეალობას, არ გინდა აღიარო, რადგან ეს არის დარტყმა, ეგოს შეტევა. ეს არაცნობიერი პროცესია. პირველი ფაზა ეს იყო – არა! არ არსებობს! არ არის ეს ნამდვილი!
მერე მივხვდი, რომ ეს მართლა მიშა იყო, აშკარად ემშვიდობებოდა წარსულს. მადლობები გვიხადა და მერე უკვე მომიწია რაღაცების აღიარება, რომ რაღაცები რადიკალურად შეიცვალა და მე ამის შესახებ არ ვიცოდი. ძალიან მიუღებელ იყო ფორმა, მთელი ქვეყნის წინაშე, არა მარტო საქართველოს წინაშე, ძალიან ბევრმა ადამიანმა ეს ნახა და ძალიან უდროოც იყო “, – განაცხადა სანდრა რულოვსმა.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵VIDEO: ლევან რატიანი და თიკა ფაცაია გადაცემის მსვლელობისას ამღერდნენ
🔵„ევროპაში ცუნამია და ვერც საქართველო ასცდება ამ უბედურებას“ - გიორგი ფხაკაძე
🔵როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში ახალ წელს?
🔵VIDEO: მწვავე დაძაბულობა პირდაპირ ეთერში - ელისო კილაძე და თაკო ჩარკვიანი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ