საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში, კორონავირუსის ახალი ვარიანტის „ომიკრონის“ გავრცელების შესახებ წერს.
როგორც ფხაკაძე წერს, საფრანგეთში კორონავირუსის რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა.
„საფრანგეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში 208,000 ადამიანი დაინფიცირდა რაც იმას ნიშნავს, რომ საფრანგეთში ყოველ წამში 2 ადამიანი ინფიცირდება.
ნახეთ, რა ხდება, ერთ დღეში 100,000-დან 200,000-მდე ავარდა ინფიცირებულთა რაოდენობა. ევროპაში ცუნამია და საქართველო ვერ ასცდება ამ უბედურებას.
არავითარი საახალწლო ქეიფები და კორპორატიულები. ახლა საყოველთაო მზადება უნდა იყოს.
ახალმა ჯანდაცვის მინისტრმა უნდა გამოაცხადოს დღესვე საგანგებო მდგომარეობა მთელ ჯანდაცვის სფეროში, ბუსტერი უნდა იყოს ხელმისაწვდომი ყველასთვის 24/7, რაც შეიძლება, მეტი მოქალაქე რომ გადავარჩინოთ“, - წერს გიორგი ფხაკაძე.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში ახალ წელს?
🔵VIDEO: მწვავე დაძაბულობა პირდაპირ ეთერში - ელისო კილაძე და თაკო ჩარკვიანი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
🔵„სააკაშვილს დავურეკე და ვთხოვე... “ - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი