„ეს არის ძლიერი ბმა, რომელსაც ვერ წაშლი. კი წარსულია და გასაგებია, მაგრამ რაც იყო, იყო ლამაზი, უნიკალური და ძალიან მდიდარი პერიოდი“, - ასე გაიხსენა „ფორმულას“ ეთერში საქართველოს ყოფილმა პირველმა ლედმა სანდრა რულოვსმა მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობა.
„ჩვენ ცალ-ცალკე ვცხოვრობდით, მაგრამ ეს არ ნიშნავდა იმას, რომ ცუდი ურთიერთობა გვქონდა. ჩვენ რეგულარულად ვნახულობდით ერთმანეთს და ვფიქრობ, რომ ჩვენს წყვილში საპრეზიდენტო პერიოდი წარსულში საუკეთესო იყო.
ეს არის ძლიერი ბმა, რომელსაც ვერ წაშლი. კი წარსულია და გასაგებია, მაგრამ რაც იყო, იყო ლამაზი, უნიკალური და ძალიან მდიდარი პერიოდი. ეს ხალხისთვისაც ზღაპარი იყო. ჩვენ ერთმანეთს ვავსებდით“, - განაცხადა სანდრა რულოვსმა.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵VIDEO: ლევან რატიანი და თიკა ფაცაია გადაცემის მსვლელობისას ამღერდნენ
🔵„ევროპაში ცუნამია და ვერც საქართველო ასცდება ამ უბედურებას“ - გიორგი ფხაკაძე