Digest Logo

„მივედით იქამდე, რომ სამარცხვინოდ, უტიფრად ტრანსპორტიც გააძვირეს“ - მაკა ჩიჩუა

1640240308
ექსპრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მეუღლე, მსახიობი მაკა ჩიჩუა - Digest.ge

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მეუღლე მაკა ჩიჩუა მთავრობის  გადაწყვეტილებას მგზავრობის გაძვირებასთან დაკავშირებით სამარცხვინოს  უწოდებს. ყოფილი პირველი ლედი თვლის, რომ ხელისუფლება ხალხს უტიფრად ატყუებს, როდესაც ამბობს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა გაიაფდა. 

„აბსოლუტურად ყველა ეტაპზე, ყოველ წელს მეტი და მეტი ტყუილია და არჩევნების დროს გვირგვინდება იმით, რომ გვპარავენ არჩევნებს. ადამიანები, რომლებმაც აღარ დაიჯერეს და აღარ უნდოდათ ამ რეალობაში ყოფნა, მივიდნენ, მისცეს ხმა კოალიციურ ოპოზიციას და აი, მივედით იქამდე, რომ დღეს კიდევ ერთხელ სამარცხვინოდ, თავხედურად, უტიფრად უკვე ტრანსპორტიც გაძვირდა.

არა, უფრო იაფდებაო, გვიმტკიცებენ. ადამიანებს უმტკიცებენ, რომელთათვის ტრანსპორტის არის გადაადგილების ერთადერთი საშუალება. ამ ადამიანებს არ ჰყავთ მანქანები. ისინი მოძრაობენ მეტროთი, ავტობუსებით და სად აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ ყოველ თვე 150, 250 ლარი იხადო.

ასე ერთჯერადად როგორ უნდა გადაიხადოს ადამიანმა?“, - განაცხადა მაკა ჩიჩუამ.

ასევე დაგაინტერესებთ👇

„არაფერი გაძვირებულა იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობთ არა მარტო ყოველდღიურად, არამედ დღეში რამდენჯერმეც კი“ - მაიკო მიშელაძე

ეკლესიის უხუცესი დეკანოზი ელგუჯა ლოსაბერიძე გარდაიცვალა

„აეროპორტში რეგისტრაცია რომ გამოცხადდა, ჯერ კიდევ ძუძუს წოვდა... მინდოდა მისი ნაწილი გამეყოლებია, მაგრამ ვერაფერი ვერ გამოვიყოლე, გარდა ერთი მაისურისა“ - ემიგრანტის ემოციური წერილი

რა მოვლენები და სასწაულები გველოდება 2022 წელს - წინასწარმეტყველების პროგნოზები

ფოტო (+18) „მხოლოდ თავში მირტყამდნენ. როცა ხელი დაეღლებოდათ გადიოდნენ და მესმოდა, როგორ გეგმავდნენ ჩემს ლიკვიდაციას“ - გიორგი გაბედავა

„გადაიხადა, ჩაეხუტა და წავიდა. მიყვარს, მხოლოდ ასეთი კაცები მიყვარს“ - რა მოხდა თბილისის ერთ-ერთ სუპერმარკეტში

წყარო: tvpirveli.ge