Digest Logo

„არაფერი გაძვირებულა იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობთ არა მარტო ყოველდღიურად, არამედ დღეში რამდენჯერმეც კი“ - მაიკო მიშელაძე

1640181165
 მაიკო მიშელაძე

„ჩემს მაგალითზე გაჩვენოთ, რომ რეალურად, არაფერი გაძვირებულა იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობთ არა მარტო ყოველდღიურად, არამედ, დღეში რამდენჯერმეც კი“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი მაიკო მიშელაძე წერს.

„ასეთი შინაარსის სტატუსებს არ ვწერ ხოლმე, მაგრამ თბილისის მერის გადაწყვეტილებას სამგზავრო აბონემენტთან დაკავშირებით ისეთი აჟიოტაჟი მოჰყვა, გადავწყვიტე, დავწერო.

უფრო ზუსტად, ჩემს მაგალითზე გაჩვენოთ, რომ რეალურად, არაფერი გაძვირებულა იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობთ არა მარტო ყოველდღიურად, არამედ, დღეში რამდენჯერმეც კი.

თუ დილა-საღამოს ტაქსით მგზავრობთ და ათასში ერთხელ გიწევთ ტრანსპორტით მგზავრობა - მით უმეტეს, არაფერი გიძვირდებათ და მე თუ მკითხავთ, აბონემენტიც არაფერში გჭირდებათ.

გრძელ შესავალზე ნუ დამძრახავთ, რადგან მართალია „გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის, შაირია ამად კარგიო“, ბრძანა შოთამ, მაგრამ იმავე პროლოგში, ორი სტროფის შემდეგ ისიც თქვა: „მოშაირე არა ჰქვიან, ვერას იტყვის ვინცა გრძელადო“.

ახლა, საქმე: ვცხოვრობ გარეუბანში, ლოტკინზე, სადაც არ არის მეტრო. ჩემი ოფისი მარჯანიშვილზეა. იმისთვის, რომ დანიშნულების ადგილამდე მივიდე, მჭირდება ლურჯი მიკროავტობუსი (ლოტკინიდან გადასასვლელ ხიდამდე) და შემდეგ - მეტრო. სიამოვნებით წავიდოდი გადასასვლელი ხიდიდანაც მიკროავტობუსით, მაგრამ იმდენ ხანს უნდა ველოდო, რომ მირჩევნია, მეტროთი გავქანდე - ანუ მიკროავტობუსს+მეტრო=50 თეთრს, მაგალითად, 10-12 წლის წინ, 1.00 ლარი დამიჯდებოდა (მეტად შორს არ წავალ, თორემ თხუთმეტიოდე წლის წინ, მიკროავტობუსით მგზავრობა 20 თეთრიც ღირდა). საღამოს გვიან, ოფისიდან მეტროში ჩავდივარ, მეტროდან მიკროავტობუსით ვმგზავრობ სახლამდე, თუ ოდესმე, ჩავჯექი, რადგან საღამოს გადასასვლელ ხიდზე, ჩვეულებრივი „მეორედ მოსვლაა“.

ესე იგი, დღეში მჭირდება 1.00 ლარი, მხოლოდ ტრანსპორტში და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სამსახურიდან სადმე არ გავედი (ამას არ ვთვლი). 3.00 ლარი რომ დავრიცხო ჩვეულებრივ „მეტრომანზე“, რომელიც გვაქვს, მხოლოდ სამი დღის ხარჯია. ოღონდ, ახალი წესის მიხედვით, თუ 3-ლარიან აბონემენტს შევიძენ ყოველდღიურად, ერთი კვირა ულიმიტოდ ვიმგზავრებ, ხომ მეთანხმებით? კვირაში რამდენი დღეა, მეგობრებო? - თამამად, თამამად მიპასუხეთ, 7 დღეა, ხომ? იმედია, ხელისუფლება და ოპოზიცია ამაზე მაინც თანხმდება, რომ კვირაში 7 დღეა. აქამდე მოქმედი მგზავრობის პრინციპით, კვირაში (7 დღეში), მჭირდებოდა ზუსტად 7 ლარი, ხომ ასეა? და რა გამოვიდა ახალი ტარიფით? - დიახ, დიახ, არაფერი შეცვლილა, ისევ 7.00 ლარი დამჭირდება, ოღონდ თუ დღის განმავლობაში, კიდევ სხვაგანაც დამჭირდება წასვლა, გამოდის, რომ დღეში 3.00 ლარად - ულიმიტოდ, კვირაში კი ჯამში, 7.00 ლარად - ულიმიტოდ ვიმგზავრებ, რაც ახლა მოქმედი ტარიფებით, გაცილებით მეტი მიჯდება ამაშია, საქმე! გმადლობთ, ყურადღებისთვის და კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი დეტალი - ჩემს მაგალითზე, მხოლოდ სახლიდან სამსახურში და პირიქით - სამსახურიდან სახლში მისვლის ხარჯი დავთვალე.

P.S. ერთ-ერთი „ფეისბუქ-მეგობრის“ სტატუსზე კომენტარად დავწერე, ვისაც არ ეზარება, დღეს ყველა ეკონომიკასა და ბიზნესზე წერს-თქო. იქაც დავწერე და აქაც გავიმეორებ, რომ მიხარია, მაგრამ არაა, მეგობრებო, ეკონომიკაზე წერა ასე მარტივი, დამიჯერეთ ხოლმე “, - წერს მაიკო მიშელაძე.

ასევე დაგაინტერესებთ👇

ეკლესიის უხუცესი დეკანოზი ელგუჯა ლოსაბერიძე გარდაიცვალა

„აეროპორტში რეგისტრაცია რომ გამოცხადდა, ჯერ კიდევ ძუძუს წოვდა... მინდოდა მისი ნაწილი გამეყოლებია, მაგრამ ვერაფერი ვერ გამოვიყოლე, გარდა ერთი მაისურისა“ - ემიგრანტის ემოციური წერილი

რა მოვლენები და სასწაულები გველოდება 2022 წელს - წინასწარმეტყველების პროგნოზები

ფოტო (+18) „მხოლოდ თავში მირტყამდნენ. როცა ხელი დაეღლებოდათ გადიოდნენ და მესმოდა, როგორ გეგმავდნენ ჩემს ლიკვიდაციას“ - გიორგი გაბედავა

„გადაიხადა, ჩაეხუტა და წავიდა. მიყვარს, მხოლოდ ასეთი კაცები მიყვარს“ - რა მოხდა თბილისის ერთ-ერთ სუპერმარკეტში