Digest Logo

🎥 პირველი ინტერვიუ შშმ ბიჭთან, რომელსაც მეტროში პოლიციელმა სცემა

1643104469
შშმ პირთან ინტერვიუ

17 წლის შშმ ბიჭი, რომელიც პოლიციელის მხრიდან წამების და დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი გახდა, „ტვ პირველს“ პირველ ინტერვიუს აძლევს.

შშმ - პირი აღწერს, რა მოხდა მეტროსადგურ „ისანში“. მისი განცხადებით, პოლიციამ ის სრულიად უმიზეზოდ გააჩერა, სამორიგეო ოთახში შეიყვანა და მუშტებს თავში ურტყამდა.

„კიბეზე რომ ჩავდიოდი, დამიჭირეს, ხელები გადამიგრიხეს, ოთახში შემიყვანეს და მცემეს. ორნი იყვნენ. უმიზეზოდ მცემეს, ძალადობის შემდეგ გამიშვეს“, - ჰყვება დაზარალებული.

ნაცემი ბიჭის მამა ყველას უმკაცრესად დასჯას ითხოვს. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა კი დაკითხვების ახალი სერია დაიწყო. ახლა არასრულწლოვანი გამომძიებლებს აწვდის ინფორმაციას. 17 წლის ბიჭი უწყებაში დედასთან ერთად გადაიყვანეს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„დღეს ნაკლებად გაამართლებს ახალი საქმის დაწყება და სამსახურის მოძიება“ - მიხეილ ცაგარელის დღის რჩევა

🔵„მრგვალი ბაღიდან 1 კილომეტრის რადიუსში თუ არ დაიბადე საჯაროდაც რომ გაგატყაონ ერთი ორი დღე თუ ემახსოვრებათ“ - ნიკა გვარამია

🔵თუ ამ სისხლისგამყინავ ბგერებზეც არ გაქვთ რეაქცია, თქვენ არც ყური გაქვთ, არც გონი და არც გული - რას წერს გიორგი თარგამაძე