Digest Logo

რა გახდა ბათუმში ბინის ჩამონგრევის მიზეზი და რა ბრძანება გასცა საჯარო რეესტრმა შემთხვევის დღეს

1633765460
ბათუმი

„ბათუმელებმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, 26 მაისის ქუჩაზე, სარდაფისა და ბინის გაერთიანების რეგისტრაციის მოთხოვნით, საჯარო რეესტრს ერთ-ერთმა მოქალაქემ 4 ოქტომბერს მიმართა. ეს ის კორპუსია, რომელიც გუშინ ჩამოინგრა. რეესტრმა სწორედ გუშინ, 8 ოქტომბერს ხარვეზი დააფიქსირა და წარმოება შეაჩერა, მიზეზად საკმარისი დოკუმენტების არარსებობა, მთავარ მიზეზად კი სარდაფის და სართულის გაერთიანების ნახაზის უქონლობა დაასახელა.

დანგრეული კორპუსთან თვითმხილველები შემთხვევის ადგილზე ჰყვებოდნენ, რომ ამ მისამართზე სამშენებლო სამუშაოები ტარდებოდა და ამას აპროტესტებდნენ.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ამ კორპუსში სამშენებლო სამუშაოების წარმოებაზე ნებართვა გაცემული არ ყოფილა.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, სადაც საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა, სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები გრძელდება. სადარბაზო 8 ოქტომბერს, დაახლოებით, 12:00 საათზე ჩამოინგრა. საძიებო-სამაშველო ოპერაციაში ასობით მაშველია ჩართული.

სამაშველო ოპერაციის შედეგად მაშველებმა ნანგრევებიდან 7 ადამიანის ამოყვანა შეძლეს, რომელთაგან 6 გარდაცვლილია. კიდევ 1 ადამიანი მკურნალობას სამედიცინო დაწესებულებაში აგრძელებს.

საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 3 ადამიანი დააკავეს. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაულები 2-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵VIDEO: „მამა, ეს რა დღე გაგვითენდა მამიკო..." - კაცი, რომელმაც მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დაკარგა

🔵„ნანგრევებში გადარჩენილი მოქალაქეებისთვის პირველად ნივთებს, ტანსაცმელსა და საკვებს აგროვებენ“

🔵„არ ვიცი, აღარაფერს აზრი არ აქვს" - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი ბათუმში მომხდარ შემთხვევაზე

🔵„გვაქვს სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ხანგრძლივი ზეწოლის სინდრომი და დაუზუსტებელი შოკი" - როგორია ნანგრევებიდან ამოყვანილი ახალგაზრდას ჯანმრთელობის მდგომარეობა

🔵„კიდევ სამ ადამიანს ვეძებთ“ - ვახტანგ გომელაური

🔵„ორი დღე მაინც შეიკავეთ თავი, სანამ არ დასრულდება ცოცხლად ჩამარხული ბოლო ადამიანის მოძიება" - ვის მიმართავს თამარ ივერი

🔵36 წლის ქალი, რომელიც ნანგრევებიდან ამოიყვანეს, გარდაიცვალა

🔵ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე 3 ადამიანი დააკავეს

🔵„არაფერია იმაზე საშინელი, ვიდრე ნანგრევებიდან გარდაცვლილი ბავშვის ამოყვანის სცენა“ - გიორგი კეკელიძე ბათუმის შემთხვევაზე

წყარო: imedinews.ge