ექიმი ჯემალ გელაშვილი ჟურნალისტებთან ნანგრევებიდან ამოყვანილი ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს. ამბობს, პაციენტი მძიმედაა, თუმცა სიტუაცია კონტროლირებადია.
„ამ ეტაპისთვის პაციენტის მდგომარეობა მძიმე რჩება, თუმცა სიტუაცია კონტროლირებადია. პაციენტს გუშინ მთელი რიგი ანალიზები ჩაუტარდა და დიაგნოსტირდა – გვაქვს სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ხანგრძლივი ზეწოლის სინდრომი და დაუზუსტებელი შოკი. ის რეანიმაციულ განყოფილებაში აგრძელებს მკურნალობას.
მდგომარეობა საყურადღებოა და დაგეგმილია მთელი რიგი მკურნალობა. პაციენტი ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე რჩება. პაციენტის მდგომარეობა შემოყვანის შემდეგ არ დამძიმებულა, მისი მდგომარეობა შემოყვანიდანვე იყო მძიმე. პაციენტს მოტეხილი აქვს მარცხენა წვივი და აქვს მარჯვენა ზედა კიდურის დაჟეჟილობა”,- განაცხადა ექიმმა ჯემალ გელაშვილმა.
🔵„კიდევ სამ ადამიანს ვეძებთ“ - ვახტანგ გომელაური
🔵36 წლის ქალი, რომელიც ნანგრევებიდან ამოიყვანეს, გარდაიცვალა
🔵ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე 3 ადამიანი დააკავეს
🔵ბათუმში, კორპუსის ნანგრევებში მეხუთე ცხედარი იპოვეს
🔵ბათუმში ნანგრევებიდან სამი ადამიანის ცხედარი ამოასვენეს
🔵მაშველებმა ნანგრევებიდან ერთი ადამიანის ცხედარი ამოასვენეს
🔵ნანგრევებიდან ამოყვანილი მამაკაცი მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს