ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მომხდარ შემთხვევაზე წერს. ამბობს, რომ ის ადამიანები, ვინც მაშველებს ნანგრევებიდან ამოჰყავთ, ყველა გარდაცვლილია.
„ყველა გარდაცვლილია, ვინც ამოიყვანეს. ღმერთო, ეს თუ დილაა. ის კაცი, ღმერთო, ორი შვილი. არ ვიცი, აღარაფერს აზრი არ აქვს", - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.
შეგახსენებთ, რომ ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა.
სამაშველო სამუშაოებში რამდენიმე ასეული მაშველი მონაწილეობს.
კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე დაზიანებული მანქანებიდან მაშველებმა სამი პირი, მათ შორის ორი ბავშვი ამოიყვანეს. მოგვიანებით, დანგრეული შენობის გვერდითა ნაწილიდან მაშველებმა კიდევ ერთი მოქალაქე გამოიყვანეს.
უშუალოდ კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა ორი ადამიანი, ერთი ქალი და ერთი კაცი ამოიყვანეს. მოგვიანებით კი ნანგრევებში ასაკოვანი ქალის ცხედარი იპოვეს.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„კიდევ სამ ადამიანს ვეძებთ“ - ვახტანგ გომელაური
🔵36 წლის ქალი, რომელიც ნანგრევებიდან ამოიყვანეს, გარდაიცვალა
🔵ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე 3 ადამიანი დააკავეს
🔵ბათუმში, კორპუსის ნანგრევებში მეხუთე ცხედარი იპოვეს
🔵ბათუმში ნანგრევებიდან სამი ადამიანის ცხედარი ამოასვენეს
🔵მაშველებმა ნანგრევებიდან ერთი ადამიანის ცხედარი ამოასვენეს
🔵ნანგრევებიდან ამოყვანილი მამაკაცი მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს