„კიდევ სამ ადამიანს ვეძებთ. წესით მეტი არ უნდა იყოს“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე კორპუსის სადარბაზოს ჩამონგრევასთან დაკავშირებით მედიას განუცხადა.
მინისტრის თქმით, გამოძიება ყველა მიმართულებით მიდის.
„მთელი ღამე ვიმუშავეთ. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მაშველებს, ყველა იმ ადამიანს ვინც ჩართულია ამ პროცესში. სამწუხაროდ, 5 ადამიანი იქნა ნაპოვნი და ხუთივე გარდაცვლილი. გადასვენებული არიან პროზექტურაში. კიდევ ვეძებთ. კიდევ სამ ადამიანს ვეძებთ. წესით მეტი არ უნდა იყოს.
რაც შეეხება პასუხისგებაში მიცემას, იცით რომ პასუხისგებაში მივეცით სამი ადამიანი, ბინის მესაკუთრე და 2 ადამიანი, რომელიც აწარმოებდა სამუშაოს. სასამართლო დაადგენს მათი ბრალეულობა იყო ჩამონგრევა თუ სხვა რამემ გამოიწვია. გამოძიება ყველა მიმართულებით მიდის“, - აცხადებს მინისტრი.
ინფორმაციისთვის, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად 6 ადამიანია დაღუპული.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵36 წლის ქალი, რომელიც ნანგრევებიდან ამოიყვანეს, გარდაიცვალა
🔵ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე 3 ადამიანი დააკავეს
🔵ბათუმში, კორპუსის ნანგრევებში მეხუთე ცხედარი იპოვეს
🔵ბათუმში ნანგრევებიდან სამი ადამიანის ცხედარი ამოასვენეს
🔵მაშველებმა ნანგრევებიდან ერთი ადამიანის ცხედარი ამოასვენეს
🔵ნანგრევებიდან ამოყვანილი მამაკაცი მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს