რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, რომელმაც გლდანის ციხეში მიხეილ სააკაშვილი მოინახულა, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.
ნოდარ ჩიმაკაძის თქმით, სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
„ჯანდაცვის მინისტრის დავალებით რესპუბლიკურ საავადმყოფოს დაევალა პაციენტის მონიტორინგი. 24 საათის განმავლობაში აქ იმორიგევებს ექიმებისა და ექთნების ბრიგადა, რომლებიც ჩაუტარებენ მონიტორინგს პაციენტს. ჩვენ ახლა ვიმყოფებოდით პაციენტთან, მისი მდგომარეობა სტაბილურია, თავს გრძნობს მხნედ და მის სიცოცხლეს საფრთხე ნამდვილად არ ემუქრება. ამ ეტაპზე არ საჭიროებს მედიკამენტურ ჩარევას. თუ რაიმე სამედიცინო ჩვენება იქნება, აუცილებლად მოვახდენთ მის ჰოსპიტალიზაციას“, - განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა.
ცნობისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵გლდანის ციხეში ხმაურია - პატიმრები სააკაშვილს აგინებენ
🔵„ნაციონალური მოძრაობის“ საპროტესტო აქცია დაიწყო
🔵გლდანის ციხის ტერიტორიაზე ტომოგრაფიის აპარატი მიიტანეს
🔵VIDEO: ნახეთ პალატა, რომელშიც მიხეილ სააკაშვილს მოათავსებენ