კლინიკა „ნეოლაბის“ დირექტორი, ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ წერს. მისი თქმით, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, ჯანდაცვის სამინისტრომ და პენიტენციურმა სამსახურმა ოფიციალური განცხადება აუცილებლად უნდა გააკეთონ.
„როდესაც ამხელა საზოგადოებრივი ინტერესია, როდესაც ამდენი ვარაუდი ისმის, რა გახდა ერთი ოფიციალური განცხადების გაკეთება ჯანდაცვის სამინისტროს და პენიტენციური სამსახურის მხრიდან იმასთან დაკავშირებით, რა მოხდა რეალურად, როგორია მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
რას ნიშნავს ქუჩაში მოხეტიალე ტომოგრაფი, როდესაც გვარწმუნებდნენ, რომ ციხის საავადმყოფო სრულად არის აღჭურვილი?“, - წერს მაია ბუწაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„ნაციონალური მოძრაობის“ საპროტესტო აქცია დაიწყო
🔵გლდანის ციხის ტერიტორიაზე ტომოგრაფიის აპარატი მიიტანეს
🔵VIDEO: ნახეთ პალატა, რომელშიც მიხეილ სააკაშვილს მოათავსებენ
🔵„SOS!!! ამას ჰქვია მძევალი მიხეილ სააკაშვილის გატაცება“ - ნიკა გვარამია