მომღერალი აჩიკო ნიჟარაძე, გაერთიანებული ოპოზიციის ფოთის მერობის კანდიდატის გიგი უგულავას 14 ოქტომბრის აქციაზე გამოსვლას ეხმაურება. როგორც მომღერალი წერს, 30 ოქტომბერს უგულავას განცხადებას, ხინკლის კუჭების ამარა დარჩენილი ხალხი გასცემს პასუხს.
„ტრიბუნიდან, როცა მიმართავ მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს და ამბობ, რომ ხინკლებს ჩვენ შევჭამთ და კუჭებს თქვენ გაჭმევთო, საზოგადოება კარგად ხვდება, რასაც გულისხმობ, პარალელურად ინფიცირებული ხარ და გაქვს კორონა, სწორედ ამიტომ აღარასოდეს აღარ აგირჩევს ქართველი ხალხი !!!
იზოლაციის დარღვევისთვის მინიმუმ ჯარიმა გეკუთვნის!!!
რაც შეეხება ხინკლის კუჭებზე მოწოდებისთვის 30 ოქტომბერს ხინკლის კუჭების ამარა დარჩენილი ხალხი გაგცემთ პასუხს!!!
აქვე მივაწერ ტროლ ბოტების საყურადღებოდ ნებისმიერი შეურაცხმყოფელი კომენტარის საპასუხოდ გიგზავნით იგივე პასუხს უკლებლივ ყველას !!! ისწავლეთ განსხვავებული აზრის მოსმენა!!!”,- წერს ნიჟარაძე.
შეგახსენებთ, რომ გიგი უგულავა, რომელსაც 7 ოქტომბერს კორონავირუსი დაუდასტურდა, 14 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე სიტყვით გამოვიდა. უგულავამ საზოგადოებას სცენიდან მიმართა და განაცხადა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს არ აცადეს ხინკლის ჭამა, როგორც უგულავამ განაცხადა „ის აუცილებლად შეჭამს თავის კუთვნილ ხინკალს და თქვენ დაგრჩებათ კუჭები!".
გაერთიანებული ოპოზიციის ფოთის მერობის კანდიდატი გიგი უგულავა, იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42-ე პრიმა-10 მუხლის მიხედვით 2000 ლარით დაჯარიმდა.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵რა იწვევს პირ-ხახის უკანა ნაწილის კიბოს და როგორ შეგვიძლია მისი პრევენცია - ზაზა თელიას განმარტება
🔵„არაფერია იმაზე საშინელი, ვიდრე ნანგრევებიდან გარდაცვლილი ბავშვის ამოყვანის სცენა“ - გიორგი კეკელიძე ბათუმის შემთხვევაზე