ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე, რომელიც გუშინ იუბილარი იყო, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც საზოგადოებას მადლიერებით მიმართავს.
„არც ცუკერბერგი ნებდება და ხან კედელს მიჭედავს, ხან ლაიქის ფუნქციას მიქრობს და აი ასე ვჭიდაობთ დილიდან ღამემდე. განა არ ვიცი, რომ მაპატიებთ, თუ მხოლოდ საერთო მადლობას გადავიხდი, მაგრამ ყველა მოლოცვა უდიდეს საჩუქრად მიმაჩნია, ყველა ღიმილს და თითოეულ კეთილ სიტყვას ძალიან ვაფასებ და არასდროს აღვიქვამ, როგორც ჩვეულებრივ რამეს.
მიუხედავად იმისა, შევძლებ თუ არა, გავიდე ბოლომდე და ცალ-ცალკე გაკოცოთ უკლებლივ ყველას, მინდა იცოდეთ, რომ უზომოდ მადლობელი ვარ, რომ ასეთ დაძაბულ ყოფაში, ასეთ ემოციურ გადაღლილობაში ამდენი სითბო გემეტებათ. მაინც ვეცდები, ვაჯობო ტექნიკურ ხარვეზებს, მაგრამ თუ კი არ გამომივა, იცოდეთ, რომ ყველა სიტყვა წავიკითხე და უბედნიერესი ვარ თქვენი სიკეთის ზღვაში. ძალიან, ძალიან, ძალიან დიდი მადლობა", - წერს ნათია ფანჯიკიძე.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵რა იწვევს პირ-ხახის უკანა ნაწილის კიბოს და როგორ შეგვიძლია მისი პრევენცია - ზაზა თელიას განმარტება
🔵„არაფერია იმაზე საშინელი, ვიდრე ნანგრევებიდან გარდაცვლილი ბავშვის ამოყვანის სცენა“ - გიორგი კეკელიძე ბათუმის შემთხვევაზე