ზუსტად 27 საათია, მაშველები უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ ნანგრევებში მუშაობას. ისინი ახლა უკვე 1 მოქალაქეს ეძებენ. მათ ზუსტად იციან, თუ სად უნდა იპოვონ ის და შესაბამისად, მის გამოსაყვანად ოპერაცია მიმდინარეობს.
ადამიანი, რომელიც ნანგრევებშია, შენობის ჩამონგრევამდე სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა, ის რამდენიმე წამით ადრე შევიდა სადარბაზოში. სწორედ აქედან გამომდინარე, ზუსტად აქვთ მაშველებს გათვილილი ადგილი, სადაც მამაკაცი უნდა იყოს. მოქალაქეს, კონკრეტულად, სარდაფის ნაწილში ეძებენ, იქ, სადაც ყველაზე მეტი სიმძიმე იყო კონცენტრირებული.
ჯერჯერობით არ არის ცნობილი, დამყარდა თუ არა მასთან რაიმე სახის კონტაქტი.
გუშინ მომხდარ ტრაგედიას უკვე 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა - მათ შორის არიან ბავშვები. ბათუმში, 26 მაისის ქუჩისკენ ახლა მთელი საქართველოს ყურადღებაა მიმართული. მაშველები კიდევ ერთ ადამიანს ეძებენ, თუმცა არ არის გამორიცხული, ნანგრევებში იყვნენ სხვებიც.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵ესპანეთის ციხიდან ქართველი „კანონიერი ქურდი“, ტარიელ ონიანი გაათავისუფლეს
🔵„ბიძა ბავშვთან ჩახუტებული ამოუყვანიათ” – ბათუმში ტრაგედიას ოჯახის 4 წევრი ემსხვერპლა
🔵VIDEO: ვინ არის დედა-შვილი, რომელიც ბათუმში ნანგრევებიდან ამოიყვანეს
🔵VIDEO: მაშველებმა ნანგრევებში დედის და 12 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს
წყარო: rustavi2.ge