„თითქმის ორი წელია ამ კორპუსში, Vato-ს სახლში ვცხოვრობ.... ამდენივე ხანია იმ ადამიანებს, რომელთა ცხედრები დღეს ნანგრევებიდან ამოიყვანეს ყოველდღიურად ვხდებოდი", - ასე ეხმაურება ბათუმში მომხდარ ტრაგედიას ჟურნალისტი, ნატო გოგელია.
„ეზოში სტადიონია. ეს დედები, ეს ბავშვები, ბიძები, ბაბუები ყველა ნაცნობი სახეა და ნაცნობი კადრია.
ვდგავარ ჩამონგრეული სადარბაზოს წინ, ვუყურებ კადრებს, გიყვებით და განახებთ რეალობას და ვცდილობ ემოციებს არ ავყვე. გუშინ უფრო მყარად ვიდექი, ახლა? მგონია, რომ იმ ნანგრევებზე ვდგავარ და ნელ-ნელა მეცლება საყრდენი, ნგრევის დროს სახლში არ ვყოფილვარ. ნანგრევებს მივუსწარი.. ნანგრევებს და მას შემდეგ გადარჩენილების ხმის გაგებას ველი, არ ვიცი ეკრანთან რა ჩანს, არ ვიცი ფოტოდან რას აღიქვამთ, მაგრამ ის ვიცი, რომ ესაა ჯოჯოხეთი, ამის იქით აღარაფერი არსებობს და ჩვენ, ადამიანები, ასეთ დროსაც იმას ვცდილობთ, ერთმანეთს ვავნოთ, ვაკრიტიკოთ, გული ვატკინოთ.
ახლა ჩემს წინ ბეტონის დიდი გროვაა, ამ გროვამ 8 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, სამი ბავშვია, ეს ადამიანები, ადამიანებისვე გულგრილობამ, დაუდევრობამ და სინდისის გარეშე ცხოვრებამ შეიწირა”,- წერს ჟურნალისტი ნატო გოგელია.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„არ მოცილებია ადგილს, სადაც ცოლ-შვილს ცოცხალს ელოდა... ტირის რომ ოჯახი აღარ ჰყავს...“
🔵VIDEO: როგორ გამოიყურებოდა ბინა, ჩამონგრევამდე 48 საათით ადრე
🔵„ბიძა ბავშვთან ჩახუტებული ამოუყვანიათ” – ბათუმში ტრაგედიას ოჯახის 4 წევრი ემსხვერპლა
🔵VIDEO: ვინ არის დედა-შვილი, რომელიც ბათუმში ნანგრევებიდან ამოიყვანეს
🔵VIDEO: მაშველებმა ნანგრევებში დედის და 12 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს