Digest Logo

„ბიძა ბავშვთან ჩახუტებული ამოუყვანიათ” – ბათუმში ტრაგედიას ოჯახის 4 წევრი ემსხვერპლა

1633777362
ბათუმში საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა

ბა­თუმ­ში, 26 მაისის ქუჩაზე სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის ჩა­მონ­გრე­ვის შე­დე­გად და­ღუ­პუ­ლი 6 პირიდან 4 ერთი ოჯა­ხის წევრია. გარდაცვლილია 35 წლის ინგა მეკეიძე, მისი ორი არასრულწლოვანი შვილი და მაზლი.
35 წლის ქალი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში წუხელ კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს. ექიმების განცხადებით, პაციენტს ღამის განმავლობაში გული 4-ჯერ გაუჩერდა, დღეს, დაახლოებით 10 საათისთვის, ინგა მეკეიძე კლინიკაში გარდაიცვალა.

ახალგაზრდა ქალის გარდაცვალებამდე მაშველებმა ნანგრევებიდან ამოიყვანეს მისი 2 შვილი – 1 და 9 წლის ბავშვები. ორივე არასრულწლოვანი გარდაცვლილი იპოვეს. ბავშვებთან ერთად მაშველებმა ნანგრევებიდან გამოიყვანეს მათი ბიძაც, რომელიც ინგა მეკეიძის ახლობლის თქმით, უცხოეთიდან ახალი ჩამოსული იყო და ძმის ოჯახში სტუმრად იმყოფებოდა.

„მაშველებს ბიძა ბავშვთან ჩახუტებული ამოუყვანიათ. ოჯახიდან გადარჩა ინგას მეუღლე და ერთი, 5 წლამდე ბავშვი. მამას ბაღში ჰყავდა წაყვანილი და ამან გადაარჩინა”, – ამბობს გარდაცვლილი ინგა მეკეიძის ოჯახის ახლობელი.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, სადაც საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა, სამძებრო-სამაშველო ოპერაცია უწყებტ რეჟიმში გრძელდება.

შედეგად მაშველებმა ნანგრევებიდან 7 ადამიანის ამოყვანა შეძლეს, რომელთაგან 5 უკვე გარდაცვლილი იყო. კიდევ ერთი ქალი, 35 წლის ინგა მეკეიძე საავადმყოფოში დღეს გარდაიცვალა, მამაკაცი კი მკურნალობას სამედიცინო დაწესებულებაში აგრძელებს.

მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სწორედ სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. სამართალდამცველებმა ამ დროისთვის უკვე სამი ადამიანი დააკავეს.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵VIDEO: ვინ არის დედა-შვილი, რომელიც ბათუმში ნანგრევებიდან ამოიყვანეს

🔵„ვგლოვობ მამას, პატარა ანგელოზები რომ უნდა მიაბაროს მიწას" - ნიკოლოზ რაჭველი

🔵VIDEO: მაშველებმა ნანგრევებში დედის და 12 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს

🔵„იმ ერთი შვილისთვის გაძლოს რამენაირად, ვინც დარჩა ამ ქვეყანაზე“ - მაიკო კაჭკაჭიშვილი ბათუმელ კაცზე, რომელსაც ცოლ-შვილი დაეღუპა

🔵„ეს ლამაზი და სათნო გოგო ჩემი მოსწავლე იყო... სიკვდილიც ხომ სასტიკად გამორჩეული ხვდა წილად“ - ინგა მეკეიძის მასწავლებელი

🔵„ამ უბედურების შემქმნელსაც მოუყომარებს საქმეს ვინმე ბიძერი, ან ანაფორაში გამოწყობილი ყოფილი ბიძერი“ - ლექსო ლეკიაშვილი

🔵„ჩემთვის უცნობო აჭარელი ძმაო, ღმერთმა იცის, როგორ ვგრძნობ, რა ტკივილს გრძნობ..." გელა დაიაურის მიმართვა ბათუმელ კაცს

🔵„ესაა ჯოჯოხეთი... დაანთო ისეთი ცეცხლი, ქვეყნის დასალიერსაც რომ მისწვდა" - რუსუდან ცხომელიძე ბათუმის ტრაგედიაზე

🔵„ვიხოცებით იმის გამო, რომ საკუთარი და სხვისი სიცოცხლე ფეხზე გვკიდია" - რას წერს ზურა ბალანჩივაძე

🔵VIDEO: „მამა, ეს რა დღე გაგვითენდა მამიკო..." - კაცი, რომელმაც მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დაკარგა

წყარო: kvira.ge