ჟურნალისტი რუსუდან ცხომელიძე სოციალური ქსელით ბათუმში მომხდარ შემთხვევას გამოეხმაურა და დაწერა, რომ ის ადგილი, სადაც უდიდესი ტრაგედია მოხდა, მისთვის ნაცნობია. გარდა ამისა, რუსუდან ცხომელიძე იმ კაცზეც საუბრობს, რომელსაც შემთხვევის შედეგად ცოლ-შვილი დაეღუპა.
„დაგიხუჭავთ ძალიან მაგრად თვალები იმ იმედით, რომ გაახელდით და რასაც მანამდე ხედავდით, ის რეალობა გაქრებოდა? ზუსტად ასე დავიძინე და რამდენჯერმე შეფხიზლებული, ტელეფონს ხელს არ ვკიდებდი, მაგრად დახუჭული თვალების იმედი რომ არ გამქრალიყო...
ქვეყანა არ ვიცი, მაგრამ ჩემი საყვარელი ქალაქი, 24 საათში, თავზე დაგვემხო... ამ ეზოში ჩემი უახლოესი ადამიანები ცხოვრობენ, ჩემი დისშვილი მეგობრებთან ერთად კალათბურთს თამაშობს, ბავშვების ხმებით გაჯერებულ ამ ეზოში ათასჯერ ვყოფილვარ... ესაა ჯოჯოხეთი!
ერთ პატარა ადგილას დაანთო ისეთი ცეცხლი, ქვეყნის დასალიერსაც რომ მისწვდა... მთელი საქართველო მამასთან ერთად ველოდით ერთი ბავშვის გადარჩენას მაინც... ახლა მთელი სახლის ნანგრევები ამ კაცს აყრია, - ყველა ლოდი, კენჭი, შველერი თუ ალმატურა, ადამიანების უპასუხისმგებლობით, მომხვეჭელობით, გაუმაძღრობით, უცოდინადობით ასმაგად დამძიმებული...
ეს ერთი განადგურებული კაცი დღეს ჩვენი უბედური ქვეყნის სიმბოლოდ იქცა... ნეტავ რას გვასწავლის ეს გაუსაძლისი ტკივილი და უდიდესი ტრაგედია?!", - წერს რუსუდან ცხომელიძე.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„ვიხოცებით იმის გამო, რომ საკუთარი და სხვისი სიცოცხლე ფეხზე გვკიდია" - რას წერს ზურა ბალანჩივაძე
🔵„11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდება" - რა გადაწყვეტილება მიიღო პრემიერ-მინისტრმა
🔵რა გახდა ბათუმში ბინის ჩამონგრევის მიზეზი და რა ბრძანება გასცა საჯარო რეესტრმა შემთხვევის დღეს
🔵„ნანგრევებში გადარჩენილი მოქალაქეებისთვის პირველად ნივთებს, ტანსაცმელსა და საკვებს აგროვებენ“
🔵„არ ვიცი, აღარაფერს აზრი არ აქვს" - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი ბათუმში მომხდარ შემთხვევაზე