ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, სადაც საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა, სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ნანგრევებიდან კიდევ ორი გარდაცვლილი ამოიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, ნანგრევებში დედის და 12 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს.
გარდაცვლილ დედა-შვილს მალე პროზექტურაში გადაასვენებენ.
26 მაისის ქუჩაზე სამძებრო სამუშაოები 24 საათზეა მეტია მიმდინარეობს. ადგილზე რჩება შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„ვიხოცებით იმის გამო, რომ საკუთარი და სხვისი სიცოცხლე ფეხზე გვკიდია" - რას წერს ზურა ბალანჩივაძე
🔵„11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდება" - რა გადაწყვეტილება მიიღო პრემიერ-მინისტრმა
🔵რა გახდა ბათუმში ბინის ჩამონგრევის მიზეზი და რა ბრძანება გასცა საჯარო რეესტრმა შემთხვევის დღეს