ტელეწამყვანი თათია შარანგია სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. შარანგია „ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის ფაქტს ეხმაურება.
„ეს ბიჭი იმ ოქროს თაობის წარმომადგენელია, რომლითაც უნდა ვიამაყოთ მომავალში და ის სიცოცხლეს გამოასალმეს. ეს ბიჭი მიაღწევდა ისეთ წარმატებებს რომელსაც ასე შევნატრით ქართველები და ის სიცოცხლეს გამოასალმეს. ეს ბიჭი იყო თავის დედის უსაყვარლესი შვილი და ის მას გამოაცალეს, გამოგლიჯეს და ის სიცოცხლეს გამოასალმეს.
ეს ბიჭი - არასდროს - არავის - არაფერს უშავებდა და ის სიცოცხლეს გამოასალმეს. ამ ბიჭმა ბევრი რამ მოასწრო თავის ახალგაზრდა ასაკში ქვეყნის საკეთილდღეოდ მაგრამ ბევრად მეტი წინ უნდა ყოფილიყო და ის, აი ასე, უბრალოდ, დღისით, ვერაზე, უმოწყალოდ - სიცოცხლეს გამოასალმეს...
ეს ნიკო კვარაცხელიაა, სწორად აღზრდილი შვილი. ღირსეული მეგობარი და კარგი მოქალაქე... ის აღარ გვყავს. მშობლებო, გავუზარდოთ შვილებს ემპათიის გრძნობა. არ გაგვეპაროს შეცდომები. ურჩხულად ხომ არავინ იბადება? ვუსამძიმრებ ოჯახს ამ უდიდეს ტრაგედიას... ვერ ვუყურებ კადრებს და მეხსიერებიდან არ ამომდის ის რაც ვნახე... გისამძიმრებთ ქართველებო. დღეს ძალიან მაგარი ქართველი დავკარგეთ", - წერს თათია შარანგია სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ვერაზე, სისხლიანი გარჩევის შედეგად მოკლული 22 წლის ნიკა კვარაცხელია პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელია.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„აღარ მინდა ასეთ ქვეყანაში ცხოვრება, ბრძოლით დავიღალე" - ნახეთ, რა მოხდა ერთ-ერთ სუპერმარკეტში
🔵„ქვეყანამ ძალიან კარგი მოქალაქე დაკარგა" - ნანუკა ჟორჟოლიანი 22 წლის ნიკა კვარაცხელიაზე