დღეიდან, Warner brothers-ის ცნობილი შოუ „ელენის" ლიცენზირებული ქართული ანალოგი „ანას" შოუ დაიწყო. შოუს ყოველ ხუთშაბათს, 22:00 საათზე ყველასთვის საყვარელი მსახიობი, ანა ჩირაძე წაიყვანს.
შოუ აერთიანებს კომედიურ ჟანრს, ცნობილ ადამიანებს, მუსიკალურ სტუმრებს და ადამიანურ ისტორიებს. გადაცემაში ხშირად წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა თამაში აუდიტორიის მონაწილეობით, სადაც გამარჯვებულებს პრიზები გადაეცემათ.
პირველი გადაცემის სტუმრები საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები არიან: ირაკლი იმნაიშვილი, გია ჯაჯანიძე, თიკა ფაცაცია, სტეფანე მღებრიშვილი, ლევან რატიანი, ნუკი კოშკელიშვილი, გიორგი ბახუტაშვილი, ერმალო მაღრაძე და კონსტანტინე თედელური.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„მეხსიერებიდან არ ამომდის ის, რაც ვნახე..." - თათია შარანგიას ემოციური პოსტი
🔵„აღარ მინდა ასეთ ქვეყანაში ცხოვრება, ბრძოლით დავიღალე" - ნახეთ, რა მოხდა ერთ-ერთ სუპერმარკეტში