ცნობილი პედიატრი ევგენი კომაროვსკი ვირუსული ინფექციებით ბავშვის დაინფიცირების შიშით შეპყრობილ მშობლებს ეხმიანება და მათ ურჩევს პანიკას ზედმეტად არ აჰყვნენ.
„ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების პათოგენთა დიდი ნაწილი ადამიანის ორგანიზმისთვის რეალურ საფრთხეს არ წარმოადგენს, თუ დედამ მათზე რეაგირების წესები იცის: თუ დედამ იცის, რომ ბავშვს ნორმალურად უნდა ეცვას, რომ ოთახში საკმარისი ტენიანობა და სიგრილე უნდა იყოს, რომ საჭიროა ბევრი სითხის მიღება და ბავშვისთვის არანაირი განსაკუთრებული წამლის მიცემა საჭირო არ არის, ასევე თუ დედამ იცის, როგორ დაეხმაროს ბავშვის ორგანიზმს ტემპერატურის მატებისას, როგორ გამოურეცხოს ბავშვს ცხვირი მარილიანი ხსნარებით.
მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების პოტენციურმა რისკმა თქვენი ცხოვრება პრინციპულად არ უნდა შეცვალოს, უფრო მეტიც გავლენა არ უნდა მოახდინოს ნათესავებთან თქვენს ურთიერთობაზე. დაახლოებით წარმომიდგენია კონფლიქტისა და უკმაყოფილების დონე, როდესაც ქალაქში შვილთან და შვილიშვილთან ჩასულ ბებიას რძალი ეუბნება: „ნუ მოხვალ ჩვენთან სახლში, შეიძლება დავინფიცირდეთ!“ მეჩვენება, რომ ამგვარი განცხადების გამო კონფლიქტებისა და წყენის რისკი ვირუსით გამოწვეულ გართულებებზე ბევრად მაღალია“, - წერს ევგენი კომაროვსკი.
View this post on Instagram
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„ჰოდა, ახლა, რა გვგონია, სომხები გვამებს მალავენ?“ - მერაბ მეტრეველი
🔵ნათლისღებას აღებულ წყალს სასწაული ძალა აქვს
🔵რატომ არ გვიდასტურდება კოვიდინფექცია სწრაფი ტესტით? - სპეციალისტის განმარტება
🔵როგორ განვასხვაოთ კოვიდის „დელტა“ შტამი გვაქვს თუ „ომიკრონი“
წყარო: momsedu.ge