სოციალური მედია • 1764773313
„რას ამტკიცებს BBC-ს სტატია?
ვერაფერს ეს სტატია ვერ
ამტკიცებს, იქ არსებული
ყველაზე სკანდალური
„მტკიცებულება“ არის ის,
რომ BBC-ს ჰყავს ვიღაც
ინფორმატორები („Several high-level
whistleblowers“), რომლებიც თითქოს
დაეხმარნენ ინფორმაციის
მოძიებაში და ნახეს
ნივთიერებების
ჩამონათვალი“, - წერს ექიმი
არჩილ მარშანია, რომელიც
ვრცლად მიმოიხილავს BBC-ს
მიერ მომზადებულ მასალას,
სადაც საუბარია გასულ წელს,
აქციის მონაწილეების
დაშლისას აკრძალული
ნივთიერების შესაძლო
გამოყენებაზე. მარშანიას
თქმით, BBC-ს ინფორმაცია
ზოგადია და არაფერს
კონკრეტულს არ შეიცავს.
ექიმი აღნიშნავს იმასაც,
რომ ამ ინფორმაციაზე
დაყრდნობით, არ არსებობს
არანაირი მყარი და
ობიექტური მტკიცებულება,
რომ საქართველოში
დემონსტრაციების დაშლისას
გამოყენებული იქნა
აკრძალული ნივთიერება
„კამიტი“.
იხილე მეტი