გახარიას პარტია
ავრცელებს თითქოსდა
ბიძინა ივანიშვილის
განცხადებას, რომელიც არის
ყალბი და ემსახურება
საზოგადოების შეცდომაში
შეყვანას. გთავაზობთ
განცხადებას უცვლელად:
საქართველოს პროკურატურამ
2019 წლის 20-21 ივნისის და
ჩორჩანას ეპიზოდებზე
გიორგი გახარიას მიმართ
სისხლის სამართლებრივი
დევნა დაიწყო. აღნიშნულის
შესახებ განცხადება,
პროკურატურაში გამართულ
ბრიფინგზე, გენერალურმა
პროკურორმა გიორგი
გვარაკიძემ გააკეთა.
ფრაქცია „ქართული
ოცნების“ თავმჯდომარის
პირველმა მოადგილემ ლევან
მაჭავარიანმა გადაცემაში
„პოსტ ანალიტიკა” ისაუბრა
„გახარია
საქართველოსთვის” მიერ
მიღებულ
გადაწყვეტილებაზე,
პარლამენტში და
საკრებულოებში შესვლასთან
დაკავშირებით.
ფრაქცია „ქართული
ოცნების“ თავმჯდომარის
მოადგილის ლევან
მაჭავარიანის
განცხადებით, „ლელო“
ამომრჩეველს ატყუებდა, რომ
არჩევნებში მონაწილეობას
არ მიიღებდა, შემდეგ
ატყუებდა, რომ უპარტიო,
ნეიტრალურ კანდიდატს
დაასახელებდა, თუმცა მათ
მაინც პარტიული კანდიდატი
წარადგინეს. მისი თქმით,
ირაკლი კუპრაძის მერობის
კანდიდატად დასახელება,
„ლელოს“ მხრიდან
ამომრჩევლისთვის
შეურაცხყოფის მიყენებაა.
ფრაქცია „ქართული
ოცნების“ თავმჯდომარის
მოადგილის ლევან
მაჭავარიანის
განცხადებით, გარე
აქტორები ცდილობენ, „ლელო“
და გახარიას პარტია
გამიჯნონ
„ნაცმოძრაობისგან“ და
ახლა ეს სპექტაკლი
მიმდინარეობს.
„ჩვენ არც არაფერს
შეგვმატებს, თუ ისინი
შემოვლენ პარლამენტში და
არც არაფერი არ დააკლდება
პარლამენტს, თუ ისინი
პარლამენტის მუშაობაში არ
მიიღებენ მონაწილეობას“, -
ამის შესახებ ფრაქცია
„ქართული ოცნების“
თავმჯდომარის მოადგილემ
ლევან მაჭავარიანმა
გიორგი გახარიას პარტიის
წევრებზე საუბრისას
განაცხადა. როგორც
დეპუტატი აღნიშნავს,
პირველი 12 წევრისთვის
მანდატის შეჩერების
შემდეგ, საარჩევნო სიაში
მყოფ მომდევნო 12 პირს
ექნება შესაძლებლობა,
ისარგებლონ მანდატებით.
„ლელო“, „გახარია
საქართველოსთვის“
გამალებით ემზადებიან
ადგილობრივი
თვითმმართველობის
არჩევნებისთვის, მაგრამ
თავის ამომრჩევლებს
ატყუებენ, რომ დიდი
რევოლუციონერები არიან,
ამოაყირავებენ
საქართველოს ისტორიას და
სხვა“, - ამის შესახებ
პარლამენტის თავმჯდომარემ
შალვა პაპუაშვილმა
განაცხადა. მისი თქმით,
ოპოზიციური პარტიების
ამომრჩევლებს ამ
ინფორმაციას, სავარაუდოდ,
უმალავენ.
თბილისის მერის კახა
კალაძის განცხადებით,
პარლამენტის საგამოძიებო
კომისიაზე გიორგი გახარია
ურთიერთსაწინააღმდეგო
პასუხებს აფიქსირებდა,
რამაც კიდევ უფრო მეტი
კითხვა გააჩინა. ამის
შესახებ მერმა
ჟურნალისტებს შესაბამისი
კითხვის პასუხად
განუცხადა.
„2012-2016 წლები ბეწვის ხიდზე
იარა პირველ რიგში ბიძინა
ივანიშვილმა, მთლიანად
„ქართული ოცნების“ გუნდმა,
განსაკუთრებით ის 4 წელი,
რადგან კოალიცია იყო და ეს
კოალიცია შედგებოდა მათ
შორის ისეთი პოლიტიკური
პარტიებისგან, რომლებიც
აგენტურით იყო
დაკომპლექტებული“, - ამის
შესახებ საქართველოს
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი
კობახიძემ „რუსთავი 2“-თან
ინტერვიუში განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა
აღნიშნა, რომ აქ არ
იგულისხმება ყველა, თუმცა
კოალიციაში შემავალი
პარტიების ლიდერები „დიფ
სთეითის“ აგენტურის
წარმომადგენლები იყვნენ.
ფრაქცია „ქართული
ოცნების“ თავმჯდომარის
მოადგილის ლევან
მაჭავარიანის
განცხადებით, „ქართული
ოცნება“ არჩევნებზე
გიორგი გახარიას
კონკურენტად ვერ
განიხილავს, რადგან მას
ნულოვანი ფასი აქვს. ლევან
მაჭავარიანის თქმით,
ოპოზიციამ არჩევნების
გაყალბების ვერანაირი
მტკიცებულება ვერ
წარმოადგინა.