საზოგადოება • 1751726036
დღეს, 5 ივლისს
„სენტ-ეტიენი“ პირველ
ამხანაგურ მატჩს თბილისის
დროით 20:30 საათზე,
შვეიცარიულ გუნდ „ეტუალ
კარუჟთან“ გამართავს.
მატჩი ანდრეზიე-ბუტეონში,
„ენვოლის“ სტადიონზე
გაიმართება. Le Progrès-ის ცნობით,
ამ მატჩისთვის
განკუთვნილი 3000 ადგილიდან 700
უკვე გაყიდულია.
„სენტ-ეტიენის“
მწვრთნელმა, ნორვეგიელმა
ერიკ ჰორნელანდმა
განმარტა, რომ პირველ
ტესტ-მატჩში
შემადგენლობაში ბევრი
ცვლილების შეტანა მოუწევს.
მიუხედავად იმისა, რომ
„მწვანეების“ მწვრთნელმა
განაცხადა, რომ ზურიკო
დავითაშვილი, სავარაუდოდ,
პირველ მატჩს ზურგის
პრობლემების გამო
გამოტოვებდა, რეგიონული
გაზეთის ცნობით, ქართველი
საბოლოოდ სასტარტო
შემადგენლობაშია.
იხილე მეტი